
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
აბას არაღჩი – ბრიტანეთისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლისთვის ირანი უნდა „დაუბრუნდეს“ მოლაპრაკებების მაგიდას, როგორ შეიძლება, ირანი დაუბრუნდეს იმას, რაც არასდროს დაუტოვებია?
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი ეხმაურება მსოფლიო ლიდერების მოწოდებას მოლაპარაკებების გაანხლებასთან დაკავშირებით და აცხადებს: „როგორ შეიძლება ირანი დაუბრუნდეს იმას, რაც არასდროს დაუტოვებია?“ ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ X-ში დაწერა.
ირანელმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ აშშ-ის დარტყმა გახორციელდა იმ კვირაში, როდესაც ირანი მოლაპარაკებებს მართავდა სამ ევროპულ ქვეყანასთან და ევროკავშირთან.
„გასულ კვირას ჩვენ ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს შეერთებულ შტატებთან, როდესაც ისრაელმა გადაწყვიტა, აეფეთქებია ეს დიპლომატია. ამ კვირაში ჩვენ მოლაპარაკებებს ვმართავდით ევროპის სამ ქვეყანასთან და ევროკავშირთან, როდესაც შეერთებულმა შტატებმა გადაწყვიტა ამ დიპლომატიის აფეთქება. რა დასკვნას გამოიტანდით? ბრიტანეთისთვის და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლისთვის ეს არის ირანი, რომელიც უნდა „დაუბრუნდეს“ მოლაპრაკებების მაგიდას. მაგრამ როგორ შეიძლება, ირანი დაუბრუნდეს იმას, რაც არასდროს დაუტოვებია, რომ აღარაფერი ვთქვათ აფეთქებაზე?“ – წერს აბას არაღჩი.





