• June

    22

    2025
  • 139
  • 0
დიმიტრი მედვედევი – არიან ქვეყნები, რომლებიც მზად არიან, ირანს ბირთვული იარაღი გადასცენ

დიმიტრი მედვედევი – არიან ქვეყნები, რომლებიც მზად არიან, ირანს ბირთვული იარაღი გადასცენ

არიან ქვეყნები, რომლებიც მზად არიან, ირანს ბირთვული იარაღი გადასცენ, – ამის შესახებ რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.

რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ბირთვული ციკლის კრიტიკულმა ინფრასტრუქტურამ, როგორც ჩანს, მცირე დაზიანება მიიღო ან საერთოდ არ დაზიანებულა და ბირთვული მასალების გამდიდრება და ბირთვული იარაღის წარმოება გაგრძელდება.

მედვედევის განცხადებით, ტრამპმა, რომელიც მშვიდობისმყოფელ პრეზიდენტად მოვიდა, აშშ-ისთვის ახალი ომი დაიწყო.

„ასეთი წარმატებით ტრამპი ვერასდროს მიიღებს ნობელის მშვიდობის პრემიას, მიუხედავად ამ ნომინაციის ყველა თაღლითობისა. კარგი დასაწყისია, გილოცავთ, ბატონო პრეზიდენტო!” – განაცხადა დიმიტრი მედვედევმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor