• June

    22

    2025
  • 223
  • 0
თამთა მეგრელიშვილი : ,,ქართული ოცნების” გეგმით ქართული სახელმწიფო გამოკვეთილი პოლიტიკური გეზით ახერხებს მშვიდობის შენარჩუნებას – საქართველო ქვეყნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე იმართება”

თამთა მეგრელიშვილი : ,,ქართული ოცნების” გეგმით ქართული სახელმწიფო გამოკვეთილი პოლიტიკური გეზით ახერხებს მშვიდობის შენარჩუნებას – საქართველო ქვეყნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე იმართება”

მსოფლიოში, სადაც პოლიტიკური კონტურები ყოველდღიურად იცვლება, ხოლო გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურა მუდმივი გამოცდის ქვეშაა, სულ უფრო ძვირფას ფასეულობად იქცევა მკაფიო აზროვნება, პოლიტიკური პრინციპულობა და რეალობის ღრმა გაანალიზების უნარი. სწორედ ამიტომ, ყოველი ინტერვიუ ქალბატონ თამთა მეგრელიშვილთან ჩემთვის განსაკუთრებული გამოცდილებაა. დიალოგი ქალბატონთან, რომლის ინტელექტი, სიზუსტე და ხედვის სიმაღლე მკითხველსაც და თავად ჟურნალისტსაც სტიმულს აძლევს, იფიქროს უფრო შორს და ღრმად.

ეს უკვე მესამე ინტერვიუა, რომელსაც ქალბატონ თამთასთან ვაქვეყნებთ და უნდა ვთქვა, რომ არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა, როცა ის მხოლოდ კითხვებს პასუხობდა, პირიქით, თამთა მეგრელიშვილი ყოველთვის ახერხებს, რომ დიალოგი ინტელექტუალურ გზად იქცეს – გზად, რომელიც ეროვნული ინტერესების, სუვერენიტეტისა და სახელმწიფოებრივი სტაბილურობის ფუნდამენტურ მნიშვნელობამდე მიგვიყვანს.

თამთა მეგრელიშვილი დღეს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ანალიტიკოსი და საზოგადოებრივი ფიგურაა ქართულ პოლიტიკურ და ინტელექტუალურ სივრცეში. ის არ საუბრობს ხმამაღალი პოპულისტური სლოგანებით, არ თამაშობს ვიწრო პოლიტიკური ინტერესების თამაშს – იგი წარმოადგენს იმ იშვიათ ადამიანთა კატეგორიას, ვისაც სჯერა, რომ პრინციპული პოზიცია და მაღალი სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა, არა მხოლოდ შესაძლებელია, არამედ აუცილებელიცაა ქვეყნის განვითარების გზაზე.

მის ანალიზში არ არის ზედაპირული შეფასებები. ის მტკიცე არგუმენტებით მსჯელობს ისეთ თემებზე, რომლებიც ერთდროულად ადგილობრივი და გლობალურიცაა, იქნება ეს საქართველოს სუვერენული კურსი, საგარეო პოლიტიკური ბალანსის შენარჩუნება, ეკონომიკური პოზიციონირება მრავალპოლარული მსოფლიო წესრიგის კონტექსტში, თუ ტრადიციული ღირებულებების დაცვა დასავლური ზეწოლის პირობებში. რაც კიდევ უფრო საინტერესოს ხდის მის მოსაზრებებს, არის თამთას უნარი, არ შეუშინდეს ყველაზე მტკივნეულ და მწვავე თემებს. ის არ არიდებს თავს პასუხებს და ყოველთვის ცდილობს საკითხის გულწრფელი, კონსტრუქციული გაანალიზებით მოახდინოს საზოგადოებრივი აზრის მოდელირება.

დღეს, როდესაც საქართველო გარდამტეხ ეტაპზე იმყოფება – გზაჯვარედინზე, სადაც საჭიროა მკაფიო პოლიტიკური გეზი, სტაბილურობა და ისტორიული პასუხისმგებლობის გაცნობიერება, სწორედ თამთა მეგრელიშვილივით მტკიცე ინტელექტუალური პიროვნებების ხმა გვჭირდება ყველაზე მეტად.

დღევანდელი ინტერვიუ ორმაგად ღირებულია – ერთის მხრივ, ის ასახავს ქვეყნის ეკონომიკურ და პოლიტიკურ მიღწევებს იმ ფონზე, როდესაც გლობალური არენა გადატვირთულია გამოწვევებით, მეორეს მხრივ კი, გვაახლოებს იმ პრინციპებთან, რომლებიც საფუძვლად უნდა დაედოს საქართველოს მომავლის პოლიტიკურ სტრატეგიას.

სწორედ ამიტომ, მოგიწოდებთ ყურადღებით გაეცნოთ ამ ინტერვიუს. თამთა მეგრელიშვილის პასუხები, არა მხოლოდ ინფორმაციული ანალიტიკით გამოირჩევა, არამედ მკაფიოდ ასახავს სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ქალის ხედვას – ქალისა, რომელიც არასდროს უფრთხის სიმართლის თქმას და რომელიც რწმენითა და პრინციპებით იდგა და დგას საკუთარი ქვეყნის გვერდით.

ეს ინტერვიუ იმ იშვიათ შემთხვევათა რიცხვს მიეკუთვნება, როდესაც კითხვებზე პასუხებს თავად მივყევართ ინტელექტუალურ გზაზე , სადაც სახელმწიფო ინტერესები, სუვერენიტეტი, ეროვნული იდენტობა და მშვიდობის სტრატეგია ერთიან კონტექსტში იშლება. სწორედ ამ გზაზე ვდგავართ დღევანდელი ინტერვიუს ორივე მონაწილე – მეც, როგორც ჟურნალისტი, ინტერვიუერი და თამთა მეგრელიშვილი, როგორც ინტელექტუალი, ანალიტიკოსი და ეროვნული ინტერესების ერთგული ხმა. ისიამოვნეთ ინტერვიუთი ძვირფასო მკითხველო.

-ქალბატონო თამთა, როგორ შეაფასებთ იმ სტაბილურობასა და ეკონომიკურ წინსვლას, რასაც საქართველო ბოლო წლებში „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში განიცდის, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც გლობალურ არენაზე ვითარება მერყევია და გამოწვევებით სავსე ?

-ქართული სახელმწიფო წარმოადგენს ბუნებრივ ხიდს ევროპასა და აზიას შორის, უზრუნველყოფს რა უმოკლეს მარშრუტს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. ზღვაზე გასასვლელის, ასევე ჩინეთსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან მტკიცე ურთიერთობების გათვალისწინებით, ის არის წამყვანი მოთამაშე რეგიონულ და ფართო ევრაზიულ კონტექსტში.

სწორედ ქართული სახელმწიფო უზრუნველყოფს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ზღვაზე გასასვლელის არმქონე 7 ქვეყნის კავშირს დანარჩენ მსოფლიოსთან საპორტო ინფრასტრუქტურის მეშვეობით.

საქართველოს მდებარეობა იძლევა საშუალებას საქართველოს გავლით მოხდეს, როგორც სახმელეთო, ასევე საზღვაო, საჰაერო და სარკინიგზო გზით ტვირთების გადაზიდვა, რაც თავის მხრივ ჩვენი ქვეყნის რეგიონულ ლიდერობას და მსოფლიო მნიშვნელობას უსვამს ხაზს, აღნიშნულს ემატება რამდენიმე საერთაშორისო მნიშვნელობის მილსადენის საქართველოს ტერიტორიაზე გავლა, ასევე დაგეგმილი შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის პროექტი, რომელიც ევროპას მწვანე ენერგიით მოამარაგებს და ე.წ. მშრალი პორტი, რომელსაც აქვს შესაძლებლობა გახდეს რეგიონული ჰაბი, რაც ინვესტორებისთვის, საქართველოს კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის ( მშრალი პორტი ევროპის მრავალ ქვეყანაში არსებობს და მას ეკონომიკის სტიმულირების დიდი რესურსი გააჩნია ). რაც შეეხება საჰაერო სატვირთო რეისებს, აღნიშნული შესაძლოა ითქვას რომ საქართველოში ახლა იკიდებს ფეხს და ზრდის მზარდი ტენდენციით გამოირჩევა ( „საქსტატის“ ცნობით,  2024 წელს საქართველოს აეროპორტებში 2.2 ათასი სატვირთო რეისი განხორციელდა, რაც 2.1-ჯერ აღემატება 2023 წლის მაჩვენებელს ) .

პოლიტიკური რუკის გათვალისწინებით, დანაღმული პოლიტიკური ველის მიუხედავად, საქართველომ უკვე აჩვენა განსაკუთრებული სიფრთხილე და გამძლეობა საფრთხეების მიმართ.

ქართული სახელმწიფოს წინსვლა ასახულია მსოფლიოს ყველაზე ავტორიტეტული სააგენტოების საერთაშორისო რეიტინგებში :

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგში საქართველო მე-20 ადგილზეა მსოფლიოში და მე-11 ადგილზე ევროპაში კორუფციის კონტროლის თვალსაზრისით, ხოლო კანონის უზენაესობის კატეგორიაში საქართველო 29-ე ადგილზეა მსოფლიოში და მე-14 ადგილზე ევროპაში,
საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობის ღია ბიუჯეტის ინდექსის თანახმად, საქართველო ლიდერობს მსოფლიოს მასშტაბით ბიუჯეტის გამჭვირვალობის კატეგორიაში.
გარდა ამისა, ფრეიზერის ინსტიტუტის მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში 25-ე ადგილზეა ეკონომიკური თავისუფლების თვალსაზრისით და აქაც უსწრებს ბევრ წამყვან ეკონომიკას,
The Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის თანახმად, საქართველო მე-19 ადგილზეა ევროპაში და 32-ე მსოფლიოში და ისევ და ისევ უსწრებს ევროკავშირის ბევრ წევრ ქვეყანას, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მარეგულირებელი შეზღუდვების ინდექსში საქართველო მე-8 ადგილზეა 80-ზე მეტ ქვეყანას შორის, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ღია ეკონომიკა მსოფლიოში ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით. სწორედ ამიტომაა, რომ საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების და მთლიანი შიდა პროდუქტის თანაფარდობა ერთ-ერთი ყველაზე მაღალია OECD-ის წევრ ქვეყნებს შორის.

,,ქართული ოცნების” გეგმით ქართული სახელმწიფო გამოკვეთილი პოლიტიკური გეზით ახერხებს მშვიდობის შენარჩუნებას. ქვეყანა იმართება ქვეყნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე.

თქვენ ხშირად უსვამთ ხაზს ეროვნული იდენტობის დაცვის მნიშვნელობას. როგორ აფასებთ საქართველოს მთავრობის მკაფიო და პრინციპულ პოზიციას ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტრადიციული ღირებულებების დაცვის საკითხში, დასავლური ზეწოლის პირობებშიც კი ?

-ეროვნული და ზნეობრივი ღირებულებების დაცვა სწორად განვითარების წინაპირობა და აუცილებლობაა და სწორედ ქართველი ერის ამ კულტურულმა გამოცდილებამ წარმოშვა ხელისუფლების პასუხისმგებლობა მიეღო
,,ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“კანონი.

უზნეობის ომში ეს კანონი გახდა ზნეობრივი აქტი, რომლითაც გამოირიცხა ამორალურობის პროპაგანდა და უზნეობის ზნეობრივად დაკანონების მცდელობა.

კანონის მიღების მიუხედავად, საზოგადოება ყოველ 17 მაისს ,,ოჯახის სიწმინდის დღეს” გამოდის ქუჩაში და თითქოს ხელახლა აწერს ხელს ამ მორალურ აქტს ( კანონს ) და ყველას დასანახად აცხადებს, რომ ჩვენ ევროპაც და განვითარებაც ჩვენს იდენტობაზე, ღირებულებებზე, კულტურასა და რწმენაზე დაყრდნობით გვინდა და ჩვენში ამ ზნეობრივი კოდის შეცვლა არავის არ გამოუვა.

ქართველი ერის ღირსებაა აქამდე სისხლით დაცული კულტურა და ტრადიციები !

ქართველის წმინდა ჯვარია განვლილი ისტორია, რთული, ეკლიანი, მაგრამ მაინც გამარჯვებული.

დღევანდელმა ხელისუფლებამ კარგად იცის ეროვნულობის ფასი და პოლიტიკური ძალა “ხალხის ძალა” საკუთარი ეროვნული მისიით ამ განცდას კიდევ უფრო ამძაფრებს !

ჩვენ ოცდათხუთმეტ წელზე მეტია ვცდილობთ თავი დავაღწიოთ მძიმე სერვილიზმს, ,,ხალხის ძალამ”დაიწყო და პოლიტიკაში პირველად დავალებად აქცია სახელმწიფოს ინტერესები და სახელისუფლებო გუნდთან ერთად ნიშანი მისცა ყველა სხვა გარე ძალას, რომ ჩვენთან თითის ქნევა აღარ გამოვა.

დაე, მობრძანდნენ და გვესაუბრნონ როგორც თანაბარს !

მტერი მტერია ! პირდაპირ იარაღმომართულიც და შეფარვით კეთილის მსურველიც, მაგრამ ქართულმა პოლიტიკამ ისწავლა მათი ამოცნობა და გაბედა მათთვის წინააღნდეგობის გაწევა ზომიერი, მაგრამ ეროვნული პოლიტიკური გათვლებით.

ბოლო დროს სულ უფრო აქტიურად ისმის მოწოდება გონივრული, პრაგმატული საგარეო პოლიტიკისკენ. თქვენი აზრით, რამდენად გადამწყვეტია „ქართული ოცნების“ ის გეზი, რომლითაც საქართველო არ არის ტყვეობაში ერთპოლუსიანი დღის წესრიგის, არამედ იცავს საკუთარ ინტერესებს სტრატეგიულად და მშვიდობიანად ?

-ომში ,,ცეცხლმოკიდებული” და ცეცხლს მიღმა დარჩენილი, მაგრამ პოლიტიკურ ბურუსში გახვეული სახელმწიფოები ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან.

რეგიონში ქართული სახელმწიფო არის დანაღმულ ველზე და მხოლოდ დაბალანსებული პოლიტიკით ინარჩუნებს მშვიდობას.

ქვეყნის სუვერენიტეტის, სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარების ინტერესებიდან გამომდინარე ახერხებს რა და ფიქრობს თავდაცვის სისტემების დახვეწაზე და დიპლომატიური ბალანსის შენარჩუნებაზე.
ქართული სახელმწიფო ებრძვის ,,დიფ სთეითს”, რომელიც დიდი ძალა და საფრთხეა და დასანახად სცენაზე მისი მხოლოდ ჩრდილი ჩანს.

ეს ძალა პირდაპირ ავალებს ქართულ ოპოზიციას აქ „მეორე ფრონტის“ გახსნას.

პოლიტიკური აგენტების დაქირავებით მიღებულ იქნა ქართული სახელმწიფოს მიმართ არაერთი სადამსჯელო რეზოლუცია.

ამ ძალებმა ზეგავლენა მოახდინეს შვეიცარიულ ბანკზეც იმისათვის, რომ მას ბიძინა ივანიშვილის ტრანზაქციები დაებლოკა, რათა ის დაბრუნებულიყო ხელისუფლებაში და საქართველო ჩართულიყო ომში, ასევე ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოყენებული იქნა აქ არსებული ოპოზიცია და ახალგაზრდობა.

ქართული სახელმწიფო დანაღმულ ველზე დადის და სიტუაციის პოლიტიკური განაღმვა ხელისუფლების სიფრთხილესა და მოთმინებაზე გადის.

ქართული სახელმწიფო აღარ არის საკუთარი უახლესი ისტორიის ტყვეობაში, თავად განსაზღვრავს პრიორიტეტებს და დაბალანსებული პოლიტიკით წინ მიდის.

დაბოლოს, როგორც საზოგადოებრივი მიმომხილველი, როგორ შეაფასებდით პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ერთგულებას პრინციპებისადმი და მის ცხად ლიდერულ სტილს, რომელიც ნათლად გამოიკვეთა როგორც შიდა, ისე საგარეო პოლიტიკის საკითხებში და რამდენად მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ ასეთ სტაბილურ ლიდერობაზე დაფუძნებული მმართველობა გლობალური გაურკვევლობის პირობებში ?

-ირაკლი კობახიძე მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკური თანამდებობის პირია, რომელსაც გააჩნია ღირსება, პატიოსნება და აბსოლუტურად ყველა უნარ-ჩვევა იმისთვის, რომ სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში გადამწყვეტი სიტყვა თქვას.

ძალიან რთულია ირაკლი კობახიძეს ესაუბრო ქართული ოპოზიციისათვის დამახასიათებელი უკულტურო პოლიტიკური მანერით, რადგან ის მაღალი რანგის პოლიტიკოსია და მას კონკრეტულ საკითხებზე ბევრი შემხვედრი, დამაზუსტებელი კითხვა აქვს. ის ყოველთვის მზად არის პოლიტიკური, ჯანსაღი პაექრობისთვის, მაგრამ ამისთვის მზად არ არის ოპოზიცია, ძალა რომელიც2012 წლიდან დღემდე ქრონიკულად დამარცხებულის პოზიციაშია.

ირაკლი კერესელიძე

,,GEO NEWS”

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor