• June

    23

    2025
  • 124
  • 0
სასამართლომ მამუკა ხაზარაძეს რვა თვით პატიმრობა შეუფარდა და ორი წლით თანამდებობის დაკავება აუკრძალა

სასამართლომ მამუკა ხაზარაძეს რვა თვით პატიმრობა შეუფარდა და ორი წლით თანამდებობის დაკავება აუკრძალა

„ლელოს“ ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე თბილისის საქალაქო სასამართლომ რვა თვით პატიმრობა შეუფარდა. ასევე მას ორი წლით თანამდებობის დაკავება აეკრძალა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად შარაძემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. სხდომას ხაზარაძე არ დასწრებია.

საქართველოს პარლამენტის „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო მამუკა ხაზარაძის საქმე პროკურატურაში 25 მარტს გადაიგზავნა. პირველ აპრილს მამუკა ხაზარაძეს ბრალდება წარედგინა. ხაზარაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, რაც კანონით დადგენილ ვადაში გადაიხადა.

ამასთან, დღესვე გამოცხადდება „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განაჩენიც. მასაც აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული, რაც მასაც გადახდილი აქვს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor