• June

    23

    2025
  • 115
  • 0
ვლადიმერ პუტინი – ირანის წინააღმდეგ არის აბსოლუტურად უსაფუძვლო აგრესია, რომელსაც არანაირი გამართლება არ აქვს, ძალისხმევას არ ვიშურებთ, რომ ხელი შევუწყოთ ირანელ ხალხს

ვლადიმერ პუტინი – ირანის წინააღმდეგ არის აბსოლუტურად უსაფუძვლო აგრესია, რომელსაც არანაირი გამართლება არ აქვს, ძალისხმევას არ ვიშურებთ, რომ ხელი შევუწყოთ ირანელ ხალხს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კრემლში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს, აბას არაღჩის შეხვდა.

როგორც რუსული მედია წერს, შეხვედრისას ვლადიმერ პუტინმა ირანზე დარტყმები უსაფუძვლო აგრესიად მოიხსენია, რომელსაც, მისი თქმით, არანაირი გამართლება არ აქვს.

„ეს არის აბსოლუტურად უსაფუძვლო აგრესია ირანის წინააღმდეგ, მას არანაირი საფუძველი და არანაირი გამართლება არ აქვს“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

ამასთან, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთი მზადაა, ირანელ ხალხს დაეხმაროს.

„ჩვენ ირანთან გვაქვს მრავალწლიანი, კარგი, საიმედო ურთიერთობები. ჩვენი მხრიდან ძალისხმევას არ ვიშურებთ იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ ირანელ ხალხს“, – აცხადებს ვლადიმერ პუტინი.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor