• June

    23

    2025
  • 181
  • 0
ისრაელ კაცი – ისრაელის არმიამ ირანის დედაქალაქზე ახალი დარტყმები განახორციელა, სამიზნე გახდა თეირანის ცენტრში მდებარე რეჟიმის რეპრესიული ორგანოები

ისრაელ კაცი – ისრაელის არმიამ ირანის დედაქალაქზე ახალი დარტყმები განახორციელა, სამიზნე გახდა თეირანის ცენტრში მდებარე რეჟიმის რეპრესიული ორგანოები

ისრაელის არმიამ ირანის დედაქალაქზე ახალი დარტყმები განახორციელა. როგორც ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა თქვა, სამიზნე გახდა „თეირანის ცენტრში მდებარე რეჟიმის რეპრესიული ორგანოები“.

როგორც ისრაელის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, მათ შორის აღმოჩნდა თეირანში მდებარე ციხე ევინი, რომელშიც ირანის რეჟიმის არაერთი მოწინააღმდეგე იმყოფება.

როგორც ისრაელის თავდაცვის მინისტრი იტყობინება, „ისრაელის იერიშები ირანის ობიექტებზე მთელი ძალით გრძელდება“. მისივე თქმით, ირანი დაისჯება ისრაელის მიმართ გასროლილი თითოეული ტყვიისთვის.

„ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, რათა დავიცვათ ჩვენი ზურგი და დავამარცხოთ მტერი, ვიდრე ომის ყველა მიზანი არ იქნება მიღწეულ“, – განაცხადა კაცმა.

მანამდე, ისრაელის საჰაერო ძალებმა დარტყმა მიიტანეს ირანული რაკეტების საცავებზე კერმანშაჰში, ამ ოპერაციაში 15 ავიაგამანადგურებელი მონაწილეობდა. ამასთან, ისრაელმა იერიშები განახორციელა ირანის დასავლეთ, აღმოსავლეთ და ცენტრალურ ნაწილში მდებარე აეროდრომებზე. შედეგად, განადგურებულია 15 თვითმფრინავი და სამხედრო ვერტმფრენი. დანგრეულია ასაფრენი ბილიკები და მიწისქვეშა ანგარები. ამ იერიშებით ისრაელს სურს, ირანის საჰაერო სივრცის კონტროლი გააფართოოს.

ირანული სააგენტოები იუწყებიან ისრაელის დარტყმების შესახებ ბირთვულ ობიექტ ფორდოზე. ირანული მედია ასევე იუწყება, რომ ისრაელის იერიშების შედეგად თეირანში ელექტროენერგია გაითიშა.

ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, 13 ივნისიდან დღემდე ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ განხორციელებული ავიაიერიშების შედეგად 500 ადამიანი დაიღუპა, 3000 კი დაშავდა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor