• June

    24

    2025
  • 133
  • 0
ანრი ოხანაშვილი – მიუხედავად ზღაპრებისა, ბაჩიაშვილის განცხადებებზე პროკურატურაში გამოძიება დაწყებულია, დაელოდეთ, კიდევ ბევრ ზღაპარს მოისმენთ

ანრი ოხანაშვილი – მიუხედავად ზღაპრებისა, ბაჩიაშვილის განცხადებებზე პროკურატურაში გამოძიება დაწყებულია, დაელოდეთ, კიდევ ბევრ ზღაპარს მოისმენთ

ვადასტურებ, რომ გიორგი ბაჩიაშვილი დავაკავეთ ჩვენ, ეს ადამიანი დაკავებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მიერ. ჩვენ გავატარეთ ყველა ის ოპერატიული სამძებრო ღონისძიება, რაც ამ ადამიანის დაკავებისთვის იყო საჭირო, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ჟურნალისტმა ოხანაშვილს კითხვა დაუსვა თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის საქალაქო სასამართლოში გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც მან თქვა: „ანრი ოხანაშვილი იმყოფებოდა ბორტზე, რომლითაც მომიტაცეს“. ოხანაშვილის თქმით, ბაჩიაშვილის ნებისმიერ ზღაპართან დაკავშირებით პროკურატურაში გამოძიებაა დაწყებული, ვინაიდან ამის ვალდებულება იყო.

„კრიმინალი მოთავსებულია პენიტენციურ დაწესებულებაში. მან ჩაიდინა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. ეს არის დანაშაული, რომელიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ძალიან მკაცრად ისჯება. ამიტომ, ნიველირება მის მიერ ჩადენილი დანაშაულის, არ ვფიქრობ, რომ სწორია. ჩვენი პასუხისმგებლობა იყო და მეამაყება, რომ შევძელით მისი დაკავება და მოვათავსეთ იქ, სადაც მისი ადგილია. მის ზღაპრებთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია პროკურატურაში. ყველა მასალა ჩვენ გადავაგზავნეთ და ის ყველა პროცესი, რაც განვახორციელეთ ამ პირის დაკავებასთან მიმართებით. ამ პირთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებს პროკურატურა, მათ შორის მართალია ზღაპრებთან, მაგრამ მის ამ განცხადებასთან დაკავშირებითაც. საგამოძიებო პროცესი წარიმართება პროკურატურაში და მე მზად ვარ, მათ შორის პროკურატურას თუ ექნება შეკითხვები, მივიდე და გავცე პასუხი.

დაგიდასტურეთ, რომ ეს ადამიანი დავაკავეთ. სად დავაკავეთ, ამის შესახებ ოფიციალური განცხადება გავაკეთეთ. შესაბამისად, ნებისმიერ სხვა მის ზღაპრებთან დაკავშირებით შეგიძლიათ, ჰკითხოთ პროკურატურას. მიუხედავად ზღაპრებისა, გამოძიება დაწყებულია, ვინაიდან ამის ვალდებულება იყო. კიდევ ბევრ ზღაპარს მოისმენთ, დაელოდეთ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

გიორგი ბაჩიაშვილს 5 მარტს საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა,  ამასთან, გიორგი ბაჩიაშვილს „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე თერთმეტი წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 27 მაისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ გიორგი ბაჩიაშვილი დააკავა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor