• June

    25

    2025
  • 105
  • 0
ირაკლი კობახიძე – რადიკალური ოპოზიციის პატრონებმა გამოიყვანეს ოპოზიცია პარლამენტიდან და შეიყვანეს ციხეში, ეს ჩვენ არ გაგვიკეთებია, თავად უნდა იგრძნონ პასუხისმგებლობა იმ ყველაფერზე, რაც ხდება

ირაკლი კობახიძე – რადიკალური ოპოზიციის პატრონებმა გამოიყვანეს ოპოზიცია პარლამენტიდან და შეიყვანეს ციხეში, ეს ჩვენ არ გაგვიკეთებია, თავად უნდა იგრძნონ პასუხისმგებლობა იმ ყველაფერზე, რაც ხდება

სწორედ რადიკალური ოპოზიციის პატრონებმა გამოიყვანეს ოპოზიცია პარლამენტიდან და შეიყვანეს ციხეში, ეს ჩვენ არ გაგვიკეთებია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, რადიკალური ოპოზიციის პატრონებმა თავად უნდა იგრძნონ პასუხისმგებლობა იმ ყველაფერზე, რაც ხდება.

„პირველ რიგში, ყველას შეუძლია, გადახედოს ევროკავშირის წევრი ქვეყნების კანონმდებლობას, სადაც ხშირ შემთხვევაში კიდევ უფრო მკაცრი სანქციებია დადგენილი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაში გამოუცხადებლობისთვის. ეს ერთი; მეორე, როდესაც საუბარია უცხოელებზე, რომლებიც ახალისებდნენ პარლამენტის ლეგიტიმაციის არაღიარებას ჩვენი რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, მათ თავად უნდა იგრძნონ პასუხისმგებლობა იმ ყველაფერზე, რაც ხდება. რეალურად, ისინი არიან სწორედ ის სუბიექტები, რომლებმაც გამოიყვანეს რადიკალური ოპოზიცია პარლამენტიდან  და შეიყვანეს ციხეში. ეს ჩვენ არ გაგვიკეთებია. ეს გააკეთეს სწორედ რადიკალური ოპოზიციის პატრონებმა. მათ გამოიყვანეს რადიკალური ოპოზიცია პარლამენტიდან და მათ შეიყვანეს ისინი ციხეებში. რატომ? იმიტომ, რომ ისინი მიზანმიმართულად ჩართეს რევოლუციურ პროცესებში, რომელიც სრული ფიასკოთი დასრულდა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor