• June

    26

    2025
  • 94
  • 0
პროკურატურა – სოფელ რუისპირში მამაკაცის დაჭრის ფაქტზე, განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელია დაკავებული

პროკურატურა – სოფელ რუისპირში მამაკაცის დაჭრის ფაქტზე, განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელია დაკავებული

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, თელავის რაიონის სოფელ რუისპირში, მოხდარი მამაკაცის დაჭრის ფაქტზე, განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაკავებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი ბ.გ.

„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, გამოძიება დაწყებულია სსკ 19-108 მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

ამ ეტაპზე გამოძიებისთვის ცნობილია,რომ პატრულ ინსპექტორმა დანაშაული არასამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, პირად საკუთრებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღით ჩაიდინა და იმყოფებოდა არაფხიზელ მდგომარეობაში. დაკავებულს ბრალდება კანონით დადგენილ ვადაში წარედგინება.

საქმეზე გამოძიება გრძელდება, რომლის შედეგების თაობაზეც საზოგადოების ინფორმირება დამატებით მოხდება“,- აღნიშნულია პრიკურატურის ინფორმაციაში.

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში, ერთ-ერთ რესტორანში მამაკაცი 25 ივნისს დაჭრეს, დაჭრილი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor