• June

    26

    2025
  • 68
  • 0
გელა გელაძე – შინაგან საქმეთა სამინისტრო სრული შემადგენლობით ინტენსიურად აგრძელებს ქვეყანაში ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და გავრცელების წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას

გელა გელაძე – შინაგან საქმეთა სამინისტრო სრული შემადგენლობით ინტენსიურად აგრძელებს ქვეყანაში ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და გავრცელების წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას

შინაგან საქმეთა სამინისტროში ნარკომანიასა და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი პირები, ასევე სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები, გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი მიხეილ მაღლაკელიძე დაესწრნენ.

ღონისძიებაზე შინაგან საქმეთა მინისტრი გელა გელაძე სიტყვით გამოვიდა და ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიან გზებზე ისაუბრა.

შსს-ს ინფორმაციით, მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სახელმწიფოს მკაცრ პოლიტიკაზე აღნიშნულ დანაშაულთან მიმართებით და განაცხადა, რომ ნარკოდანაშაულთან უკომპრომისო ბრძოლა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხად რჩება.

გელა გელაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს ნაყოფიერი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, თანამედროვე მსოფლიოში ნარკომანიასა და ნარკოდანაშაულთან ბრძოლა გლობალურ გამოწვევას წარმოადგენს და ამ მიმართულებით არც საქართველოა გამონაკლისი.

„ნარკოტიკული საშუალებების გავრცელება და მოხმარება სახელმწიფო უსაფრთხოებას, საზოგადოებრივ ჯანმრთელობასა და თითოეული მოქალაქის
კეთილდღეობას უქმნის საფრთხეს. შესაბამისად, ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა ჩვენი მთავრობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს. ამის დასტურია ბოლო პერიოდში საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებმაც მნიშვნელოვნად გაამკაცრა სასჯელი ნარკოტიკების რეალიზაციისთვის. შედეგად, ნარკოდანაშაულთან მებრძოლი დანაყოფების საქმიანობა გახდა უფრო ეფექტიანი ნარკოტიკების რეალიზაციის პრევენციისა და აღკვეთის პროცესში.

ნარკომანიასთან ბრძოლის მიმართულებით აღსანიშნავია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ გუშინ ინიცირებული კიდევ ერთი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც გულისხმობს კერძო სუბიექტების მიერ ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების განხორციელებისა და კერძო კომპანიების მიერ ქვეყანაში ფსიქოტროპული მედიკამენტების შემოტანის აკრძალვას, ასევე მკაცრ კონტროლს ფსიქოტროპული პრეპარატების რეცეპტების გამოწერაზე. აღნიშნული ინიციატივა ნარკომანიასთან ბრძოლის საქმეში უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებს“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

როგორც გელა გელაძემ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, შინაგან საქმეთა სამინისტრო სრული შემადგენლობით ინტენსიურად აგრძელებს ქვეყანაში ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და გავრცელების წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას და ნარკოდანაშაულში ბრალდებული პირების მიმართ კანონით განსაზღვრული მკაცრი ზომების გატარებას.

ღონისძიებაზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, დავით კიკნაძემ ანგარიში წარადგინა და ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით მიმდინარე წლის სტატისტიკაზე ისაუბრა. დავით კიკნაძემ სამართალდამცველების მიერ ბოლო პერიოდში ჩატარებული სპეციალურ ოპერაციებზე გაამახვილა ყურადღება და განცხადა, რომ პოლიცია მომავალშიც აქტიურ რეჟიმში განაგრძობს ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ კანონმდებლობით განსაზღვრული მკაცრი ზომების გატარებას.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor