• June

    26

    2025
  • 29
  • 0
პარლამენტმა „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში და „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში და „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში ცვლილება და „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით მიიღო.

ცვლილებებს მხარი დაუჭირა 83-მა დეპუტატმა.

„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში ცვლილება კერძო პირისა და საჯარო პირის ცილისწამებასთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება. კერძოდ, ზუსტდება ცილისწამების განმარტება, რომლის თანახმად, ცილისწამება არის არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირის სახელის გამტეხი განცხადება.

ამასთანავე, 10 დღემდე მცირდება ცილისწამების შესახებ დავისას სასამართლოს მიერ მხარეთა მორიგებისათვის დადგენილი ვადა, ნაცვლად არსებული 1-თვიანი ვადისა.

მოქმედი რეგულაციების თანახმად, სამართლებრივი დავის შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს, ანუ პირს, რომლის შესახებაც გაკეთდა არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი, მისი სახელის გამტეხი განცხადება. ცვლილებების მიხედვით, მოსარჩელის ნაცვლად, მოპასუხეს, როგორც ცილისწამების ავტორს, სასამართლოში თავად დაეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ მისი განცხადება არ შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს მოსარჩელის შესახებ.

ცვლილება არ გავრცელდება იმ საქმეზე, რომელზეც სარჩელი აღძრულია ამ კანონის ამოქმედებამდე და მათი წარმოება უნდა დასრულდეს ამ კანონის ამოქმედებამდე მოქმედი წესით.

„საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში“ ცვლილების თანახმად, ნებისმიერ პირს, რომელიც თავს მიიჩნევს ცილისწამების მსხვერპლად, უფლება აქვს, სასამართლოში შეიტანოს სარჩელი იმ პირის წინააღმდეგ, რომელმაც მისი ვარაუდით, მის მიმართ ცილისწამება განახორციელა.

სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვა შესაძლებელია 100 დღის განმავლობაში მას შემდეგ, რაც პირი გაეცნო ან შეეძლო, გაცნობოდა იმ განცხადებას, რომელსაც იგი ცილისწამებად მიიჩნევს. პირს უფლება აქვს, სარჩელით მოითხოვოს მისთვის მიყენებული ქონებრივი ან/და არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურება“, – ნათქვამია საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor