• June

    27

    2025
  • 146
  • 0
ისრაელის მედია – ირანზე აშშ-ის დარტყმის შემდეგ, ბენიამინ ნეთანიაჰუ ღაზის სექტორში ომის ორ კვირაში დასრულებას დათანხმდა

ისრაელის მედია – ირანზე აშშ-ის დარტყმის შემდეგ, ბენიამინ ნეთანიაჰუ ღაზის სექტორში ომის ორ კვირაში დასრულებას დათანხმდა

ირანზე აშშ-ის დარტყმის შემდეგ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ღაზის სექტორში ომის ორ კვირაში დასრულებას დათანხმდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, ბენიამინ ნეთანიაჰუ და აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შეთანხმდნენ ღაზაში ომის სწრაფ დასრულებასა და აბრაამის შეთანხმებების გაფართოებაზე.

ისრაელის მედიის თანახმად, ორი ქვეყნის ლიდერებმა სატელეფონო საუბრის დროს განაცხადეს, რომ ოთხი არაბული ქვეყანა, არაბთა გაერთიანებული საამიროები და ეგვიპტე, „ჰამასის“ ნაცვლად, ერთობლივად ჩაერთვებიან ღაზის სექტორის მართვაში, ტერორისტული დაჯგუფების ლიდერებს გადაასახლებენ და ყველა მძევალი გათავისუფლდება.

არაბმა მოკავშირეებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ისინი არ მიიღებენ მონაწილეობას ღაზის ომის შემდგომ რეაბილიტაციაში, თუ ისრაელი არ დაეთანხმება პალესტინის ხელისუფლების მიერ ღაზაში პოზიციების გაძლიერებას, როგორც მომავალი ორი სახელმწიფოს გადაწყვეტის ნაწილს. ნეთანიაჰუ კატეგორიულად უარყოფს პალესტინის ადმინისტრაციის ნებისმიერ როლს ღაზის სექტორში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor