• July

    2

    2025
  • 69
  • 0
გიორგი გახარია ადასტურებს, რომ 2019 წლის 20 ივნისს, პარლამენტზე შტურმის დროს გერმანიის ელჩი პარლამენტის შენობაში იმყოფებოდა, გახარიას განცხადებით, შენობაში დანახული ჰყავს ნინო ლომჯარიაც

გიორგი გახარია ადასტურებს, რომ 2019 წლის 20 ივნისს, პარლამენტზე შტურმის დროს გერმანიის ელჩი პარლამენტის შენობაში იმყოფებოდა, გახარიას განცხადებით, შენობაში დანახული ჰყავს ნინო ლომჯარიაც

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებით, 2019 წლის 20 ივნისს, პარლამენტზე შტურმის დროს გერმანიის ელჩი პარლამენტის შენობაში იმყოფებოდა, თუმცა გახარია ამბობს, რომ ის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას არ ესწრებოდა.

გახარიას თქმით, მნიშვნელოვანი დავალებების გაცემა ან ინფორმაციის მიღება ხდებოდა ოთახიდან, სადაც მარტო იმყოფებოდა.

გიორგი გახარიამ განმარტა, რატომ აღმოჩნდა მაშინ გერმანიის ელჩი პარლამენტის შენობაში.

„გერმანიის ელჩი მაშინ იმყოფებოდა შენობაში, ის არ ყოფილა ჩემთან, ის იყო შენობაში. გერმანიის ელჩი აღმოჩნდა იმ შენობაში მას შემდგომ, რაც შტურმი დაიწყო. ჩვენ შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტს დავავალეთ და ამ დეპარტამენტმა საქართველოში ყველა ელჩს შეატყობინა, რომ ოპოზიციამ დაიწყო ფიზიკური შტურმი პარლამენტზე. ეს ინფორმაცია დაეგზავნა ყველა საერთაშორისო პარტნიორს იმისთვის, რომ ობიექტური ინფორმაცია გასულიყო და ამ ადამიანებს თვითონ ენახათ, შტურმი ხორციელდებოდა პარლამენტზე. ეს იყო სწორი და გამართლებული ნაბიჯი. ეს გაეგზავნა არა მხოლოდ გერმანიის ელჩს, ყველას. აქედან გერმანიის ელჩი ადგა და მოვიდა პარლამენტის შენობაში. ვინ შემოუშვა პარლამენტის შენობაში გერმანიის ელჩი, წარმოდგენა არ მაქვს. ჩემთან არ მოსულა, მაგრამ ვადასტურებ, რომ ეს ადამიანი იმ დროს პარლამენტის შენობაში იყო და იქ იყო კიდევ ბევრი სხვა. მაგ ოთახიდან მე არაფერს არ ვმართავდი. დიახ, მაგ ოთახში ვიყავი ხოლმე, მაგრამ როდესაც მნიშვნელოვანი დავალებები იყო გასაცემი, მე გავდიოდი. იქ იყო სხვა ოთახიც, რადგან ბევრი სხვა ადამიანიც იყო. ელჩიც იქ იყო, კი. ბევრი ადამიანი იყო იქ, ხალხი მიდიოდა, მოდიოდა, ვიღაც დეპუტატები შემოდიოდნენ, ვიღაცები გადიოდნენ, ბევრი იყო, მაგრამ იმ ოთახს ჰქონდა უკანა ოთახი, საიდანაც მშვენივრად ვმართავდი ყველაფერს. იმ ოთახში რადგან ბევრი ადამიანი იყო, იქიდან მნიშვნელოვანი დავალებების გაცემა ან ინფორმაციის მიღება არ შეიძლებოდა. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების დროს, რა თქმა უნდა, ვიყავი მარტო“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

რაც შეეხება საგამოძიებო კომისიის წევრის შეკითხვას, – „შტურმის დროს, ელჩი და დეპუტატები იქ რომ ყოფილიყვნენ, ისინი უნდა გაგეყვანათ იქედან. არავინ გირჩიათ, რომ უნდა გასულიყვნენ ისინი?“ – გახარიას თქმით, მაშინდელმა სუს-ის ხელმძღვანელობამ ასეთი რამ არ ურჩია.

„შეიძლება, გარეთ უფრო სახიფათო ყოფილიყო, მაგრამ, სამწუხაროდ, მაშინდელმა სუს-ის ხელმძღვანელობამ ასეთი რამ არ მირჩია. საერთოდ, რომ გესმოდეთ, ელჩი სახელმწიფოს მიერ დაცული პიროვნებაა და სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსს წინა ხაზზე სირბილის, კამერებთან გამოჩენის მაგივრად ელჩისთვის, სხვა დასაცავებისთვის რომ მიეხედა, უკეთესი იქნებოდა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

რაც შეეხება კითხვას, – „ლომჯარია იყო იქ, სადაც თქვენ ტრიალებდით?“ – გახარიამ უპასუხა: „არ მახსოვს. შენობაში იყო, დანახული მყავს. რომ იცოდეთ, შენობაში იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც საერთოდ არ უნდა ყოფილიყვნენ და თქვენ შემოუშვით. მაგალითად, „ნაცები“ იყვნენ ბევრნი, არა დეპუტატები, როგორ აღმოჩნდნენ იქ?“

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor