• July

    2

    2025
  • 67
  • 0
თეა წულუკიანმა გიორგი გახარიას მიმართა – გვიღალატეთ, გაიქეცით და რუსი ხარო, მე მეუბნებით რუსეთში განათლებული კაცი

თეა წულუკიანმა გიორგი გახარიას მიმართა – გვიღალატეთ, გაიქეცით და რუსი ხარო, მე მეუბნებით რუსეთში განათლებული კაცი

გვიღალატეთ, გაიქეცით და რუსი ხარო, მე მეუბნებით რუსეთში განათლებული კაცი, – ასე მიმართა პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას, რომელიც სხდომას დისტანციურად ჩაერთო.

„გავიგეთ, რომ შეურაცხყოფას გვაყენებთ, გვიღალატეთ, გაიქეცით, ყველაზე ცუდები გგონივართ, რუსი ხარო, მე მეუბნებით რუსეთში განათლებული კაცი. ეს გავიგეთ, მაგრამ ამბობთ, რომ ელგუჯა ხარაზიშვილმა იცრუა? ელგუჯა ხარაზიშვილი, რომელიც აქ იყო მოსული, ჩორჩანასთან ცხოვრობს. თქვა, რომ მას შემდეგ, რაც თქვენ მიერ საგუშაგო ჩაიდგა, ვეღარ შევდივართ ტყეში, რომელიც ძველად საკოლმეურნეო ტყე იყო და სოფელი ვსარგებლობდითო. შესაბამისად, აცხადებთ, რომ ელგუჯა ხარაზიშვილმა იცრუა? – მიმართა თეა წულუკიანმა გიორგი გახარიას.

გიორგი გახარიას თქმით, ელგუჯა ხარაზიშვილთან დაკავშირებით ასეთი რამ არ უთქვამს.

„არ მითქვამს და არასოდეს ვიტყვი. თქვენგან გასხვავებით, ელგუჯა ხარაზიშვილი ღირსეული ადამიანია“,  – განაცხადა გახარიამ.

თეა წულუკიანმა გახარიას კიდევ ერთხელ მიმართა: „ელგუჯა ხარაზიშვილი თქვენ მიერ საგუშაგოს ჩადგმის შემდეგ ვეღარ შედის ტყეში“, – რაზეც გახარიამ აღნიშნა: „ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს“.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor