• July

    3

    2025
  • 91
  • 0
ირაკლი ჩიქოვანმა უნგრეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

ირაკლი ჩიქოვანმა უნგრეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა საქართველოში უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ანა მარია შიკოსთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.

ირაკლი ჩიქოვანმა უნგრეთის ელჩს, რომელიც საქართველოში დიპლომატიურ მისიას ასრულებს, საქართველო-უნგრეთის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.

შეხვედრაზე მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებული პარტნიორობის დადებითი დინამიკა. ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ერთობლივ დეკლარაციასა და თავდაცვის კუთხით არსებული თანამშრომლობის დოკუმენტის მნიშვნელობაზე.

ანა მარია შიკომ იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში უნგრეთის მომავალი ელჩი ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრობასა და პარტნიორობას კიდევ უფრო გაამყარებს.

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor