• July

    3

    2025
  • 9
  • 0
იური უშაკოვი – ტრამპთან სატელეფონო საუბრისას, პუტინმა თქვა, რომ მოსკოვი უარს არ იტყვის თავის მიზნებზე, რაც კონფლიქტის ძირეული მიზეზების აღმოფხვრას გულისხმობს

იური უშაკოვი – ტრამპთან სატელეფონო საუბრისას, პუტინმა თქვა, რომ მოსკოვი უარს არ იტყვის თავის მიზნებზე, რაც კონფლიქტის ძირეული მიზეზების აღმოფხვრას გულისხმობს

რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის დროს დონალდ ტრამპმა კვლავ დააყენა უკრაინაში სამხედრო მოქმედებების დასრულების საკითხი, – ამის შესახებ მედიას რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განუცხადა.

უშაკოვმა ასევე თქვა, რომ საუბრის დროს არ განხილულა აშშ-ის მიერ კიევისთვის იარაღის მიწოდების შეჩერება.

გარდა ამისა, უშაკოვის ცნობით, მოლაპარაკებები სტამბოლში დარჩება რუსეთსა და უკრაინას შორის ორმხრივ ფორმატად.

როგორც იური უშაკოვმა განაცხადა, დონალდ ტრამპთან საუბარში რუსეთის ლიდერმა ხაზი გაუსვა ახლო აღმოსავლეთში ვითარების პოლიტიკურ-დიპლომატიური საშუალებებით დარეგულირების მნიშვნელობას.

როგორც რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ აღნიშნა, ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპს აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და აღნიშნა რუსეთის წვლილი ამერიკული სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბებაში.

„აღნიშნული იყო, რომ ჩვენს ქვეყნებს აკავშირებთ არა მხოლოდ მოკავშირეობა პირველ და მეორე მსოფლიო ომებში, არამედ ასევე უფრო ღრმა ისტორიული ფესვები“,  – თქვა უშაკოვმა.

მისივე თქმით, ვლადიმერ პუტინმა ასევე გამოთქვა რუსული მხარის მზადყოფნა, გააგრძელოს მოლაპარაკებების პროცესი კიევთან.

ამასთან, უშაკოვის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ მოსკოვი უარს არ იტყვის თავის მიზნებზე, რაც კონფლიქტის ძირეული მიზეზების აღმოფხვრას გულისხმობს.

როგორც უშაკოვმა აღნიშნა, აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების სატელეფონო საუბარი თითქმის ერთ საათს გაგრძელდა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor