• July

    3

    2025
  • 10
  • 0
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინმა და დონალდ ტრამპმა ქვეყნებს შორის ტრადიციული ღირებულებების პოპულარიზაციის შესახებ ფილმების გაცვლის შესაძლებლობა განიხილეს

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინმა და დონალდ ტრამპმა ქვეყნებს შორის ტრადიციული ღირებულებების პოპულარიზაციის შესახებ ფილმების გაცვლის შესაძლებლობა განიხილეს

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბრისას ქვეყნებს შორის ტრადიციული ღირებულებების პოპულარიზაციის შესახებ ფილმების გაცვლის შესაძლებლობა განიხილეს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა.

„ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპთან საუბრის დაწყებამდე ესაუბრა რუსეთის ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებს. კერძოდ, ამ შეხვედრის დროს გაჟღერდა იდეა რუსეთსა და აშშ-ს შორის ისეთი ფილმების გაცვლის შესახებ, რომლებიც პოპულარიზაციას გაუწევენ ჩვენთვის და ტრამპის ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვან ტრადიციულ ღირებულებებს“, – განაცხადა უშაკოვმა.

უშაკოვის თქმით, ტრამპმა აღნიშნა, რომ ეს იდეა ძალიან მოეწონა.

შეგახსენებთ, დღეს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. როგორც რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე აცხადებს, საუბარი დაახლოებით ერთს საათს გაგრძელდა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor