• July

    8

    2025
  • 57
  • 0
შიდა ქართლში სახერხი საამქროს რეგისტრაციის მოთხოვნათა დარღვევის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შიდა ქართლში სახერხი საამქროს რეგისტრაციის მოთხოვნათა დარღვევის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ქარელის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სახერხი საამქროს რეგისტრაციის მოთხოვნათა დარღვევის ბრალდებით 1954 წელს დაბადებული ო.ღ. დააკავეს.

სამინისტროს ცნობით, დანაშაული სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისში, საკუთარ მიწის ნაკვეთზე არსებულ შენობა-ნაგებობაში მოწყობილი ჰქონდა არარეგისტრირებული სახერხი საამქრო, რომლის დათვალიერების შედეგად სამართალდამცველებმა ნივთმტკიცების სახით ე.წ. ლენტური ტიპის ხერხი ამოიღეს. ასევე, საამქროს ტერიტორიაზე ნანახი და ამოღებულ იქნა 70 ცალი წიწვოვანი ჯიშის ხის მორი.

გამოძიება სახერხი საამქროს რეგისტრაციის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 287- ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor