• July

    8

    2025
  • 60
  • 0
მიხეილ სარჯველაძე – თორნიკე რიჟვაძეს მხოლოდ ფილტვი აქვს დაზიანებული, სხვა სასიცოცხლო ორგანოებს არ შეხებია ცეცხლნასროლი ჭრილობა, ყველაფერს აკეთებენ ექიმები მისი ჯანმრთელობისთვის

მიხეილ სარჯველაძე – თორნიკე რიჟვაძეს მხოლოდ ფილტვი აქვს დაზიანებული, სხვა სასიცოცხლო ორგანოებს არ შეხებია ცეცხლნასროლი ჭრილობა, ყველაფერს აკეთებენ ექიმები მისი ჯანმრთელობისთვის

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, თორნიკე რიჟვაძეს საგარეჯოს კლინიკაში გადაუდებელი ღონისძიებები ჩაუტარდა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პარამატრების აღსადგენად ყველა საჭირო პროცედურა განხორციელდა.

სარჯველაძის თქმით, ამჟამად თორნიკე რიჟვაძე იმყოფება პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაში და საჭიროებს ინტენსიურ მკურნალობას.

„მოგეხსენებათ, ბატონი თორნიკე გვიან ღამით შეიყვანეს საგარეჯოს კლინიკაში. მძიმე ტრავმა აქვს მიღებული, ცეცხლნასროლი ჭრილობა აქვს მიყენებული. შესაბამისად, ჩაუტარდა გადაუდებელი ღონისძიებები, ქირურგიული ოპერაცია იქვე, ადგილზე. ყველა საჭირო პროცედურა იქნა განხორციელებული საიმისოდ, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პარამეტრები აღდგენილიყო. ეს წარმატებით მოხერხდა. შემდეგ მიღებული იქნა გადაწყვეტილება პირველ კლინიკაში გადმოყვანასთან დაკავშირებით. პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში შემოყვანილი იქნა. ის ამჟამად იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში, ვინაიდან ძალიან მძიმე ტრავმები აქვს ორგანიზმისთვის და, რა თქმა უნდა, სჭირდება ინტენსიური მკურნალობა. ბუნებრივია, ამ დროს აუცილებელია გარკვეული პრევენციული ღონისძიებების ჩატარება სამედიცინო თვალსაზრისით. ვგულისხმობ, როგორც მკურნალობითი, აღდგენითი და ა.შ. ყველაფერი, რაც აუცილებელია სიცოცხლის გადარჩენისთვის, ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის, უკლებლივ ყველაფერი უკეთდება ბატონ თორნიკეს.

ძალიან მძიმე, შოკის მომგვრელი ამბავი იყო ყველასთვის, თავზარდამცემი, შეიძლება ასე ითქვას, და ყველაფერს აკეთებენ ექიმები იმისთვის, რომ შენარჩუნდეს ჯანმრთელობა“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, თორნიკე რიჟვაძეს მიღებული აქვს ერთი ჭრილობა და დაზიანებულია მხოლოდ ფილტვი.

„პაციენტის მდგომარეობა, როგორც მოგახსენეთ, გახლავთ მძიმე. ეს ნიშნავს, რომ განსაკუთრებული ყურადღების და განსაკუთრებული დაკვირვების ქვეშ არის, განსაკუთრებული მკურნალობაა აუცილებელი, რათა ყველა რისკი, რომელიც ზოგადად არსებობს, იქნეს განეიტრალებული და, შესაბამისად, მოხდეს ზრუნვა ჯანმრთელობის მდგომარეობის აღდგენაზე. ჭრილობას რაც შეეხება, ერთი ჭრილობა გახლავთ, საბედნიეროდ, მხოლოდ ფილტვია დაზიანებული და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოებს არ შეხებია ცეცხლნასროლი ჭრილობა. ამჟამად განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ ინტენსიურად ხორციელდებოდეს მეთვალყურეობა ჯანმრთელობაზე და ხორციელდებოდეს რელევანტური მოქმედებები, რაც რეალურად უზრუნველყოფილია კლინიკაში“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor