• July

    8

    2025
  • 62
  • 0
მიხეილ სარჯველაძემ პარამედიკოსებს პროფესიული დღე მიულოცა

მიხეილ სარჯველაძემ პარამედიკოსებს პროფესიული დღე მიულოცა

პარამედიკოსთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მიხეილ სარჯველაძე, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორთან, ნიკოლოზ ჩიქოვანთან ერთად, რუსთავის რაიონული სამსახურის პარამედიკოსებს შეხვდა და მათ პროფესიული დღე მიულოცა.

უწყების ხელმძღვანელმა სამედიცინო პერსონალს სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი ერთ-ერთი წარმატებული სამსახურია ქვეყანაში.

მისივე თქმით, სახელმწიფო კვლავ გააგრძელებს ზრუნვას ცენტრის პერსონალისთვის ღირსეული სამუშაო პირობების შექმნასა და მოქალაქეებისთვის გადაუდებელი დახმარების სერვისის გაუმჯობესებაზე.

ღონისძიებას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის რუსთავის რაიონული სამსახურში 94 თანამშრომელია დასაქმებული, მათ შორის 20 პარამედიკოსი. მათივე ცნობით, პარამედიკოსთა მომზადების პროექტი, ამიერკავკასიაში პირველად, ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, 2017 წლიდან დაიწყო და გადაუდებელ შემთხვევებზე რეაგირების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor