• July

    8

    2025
  • 52
  • 0
EUObserver – ტრამპის ადმინისტრაციამ ევროკავშირის ქვეყნებში რეჟიმების ცვლილებაზე დაიწყო მუშაობა, რაც ევროპას აშშ-ის ვასალად გადააქცევს

EUObserver – ტრამპის ადმინისტრაციამ ევროკავშირის ქვეყნებში რეჟიმების ცვლილებაზე დაიწყო მუშაობა, რაც ევროპას აშშ-ის ვასალად გადააქცევს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ დაიწყო მუშაობა ევროკავშირის ქვეყნებში რეჟიმების ცვლილებაზე, რისთვისაც ულტრამემარჯვენე რეჟიმებს იყენებს, რაც „ევროპას აშშ-ის ვასალებად“ გადააქცევს, – ამის შესახებ EUObserver-ის  საავტორო სტატიაშია ნათქვამი.

სტატიაში მოყვანილია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტის ანალიზი, რომლის სახელწოდებაა „ევროპაში ცივილიზაციური მოკავშირეების საჭიროება“, რომელიც ფაქტობრივად იმეორებს აშშ-ის ვიცე პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე მოყვანილ თეზისებს.

სტატიის ავტორია ჰოლანდიელი ჟურნალისტი კაროლინ დე გრიუტერი (რომელიც ასევე ჰოლანდიური და ბელგიური გამოცემებისთვის წერს). სტატიაში მოყვანილია ამონარიდი ამ დოკუმენტიდან, რომლის ავტორიც არის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის ბიუროს უფროსი მრჩეველი სამუელ სამსონი.

„ევროპის თანდათანობით უარი დემოკრატიულ ღირებულებებზე ძირს უთხრის აშშ-ის უსაფრთხოებას, ასევე მის ეკონომიკურ ინტერესებს და სიტყვის თავისუფლებას. აშშ-ისთვის მოქმედების დრო დადგა: ულტრამემარჯვენე ძალებმა ევროპაში უნდა მოახდინონ ევროპის პოლიტიკური სისტემის ტრანსფორმირება, რათა ვაშინგტონმა შეძლოს ცივილიზაციური ალიანსის ფორმირება ქრისტიანული ღირებულებებით, უნგრეთის მსგავსად“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტიდან მოყვანილ ამონარიდში.

სტატიის ავტორის თქმით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ევროპას არა პარტნიორად, არამედ „პოლიტიკური ბრძოლის ველად“ განიხილავს, სადაც ხელისუფლებაში დონალდ ტრამპის მიმართ ლოიალური ძალები უნდა მივიდნენ.

როგორც დე გრიუტერი ამტკიცებს, აშშ-ის ხელისუფლება უკვე შეუდგა პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმას. ამის მაგალითად ავტორს მოჰყავს რუმინეთის არჩევნები, სადაც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ სცადა ხელისფლებაში ულტრამემარჯვენე ჯორჯ სიმიონის მიყვანა და თითქმის გამოუვიდა კიდეც, ასევე პოლონეთი, სადაც საპრეზიდენტო არჩევნებში კაროლ ნავროცკიმ გაიმარჯვა.

სტატიაში ნათქვამია, რომ შემდეგი „დარტყმები“ ტრამპმა, შესაძლოა, მიიტანოს ნიდერლანდებში, ჩეხეთსა და საფრანგეთში დაგეგმილ არჩევნებზე.

ავტორი ამტკიცებს, რომ ტრამპისთვის ევროპა „აღარ წარმოადგენს აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ცენტრს“ და ვაშინგტონი არ არის დაინტერესებული დემოკრატიის მხარდაჭერაზე დაფუძნებული ალიანსების განვითარებაზე.

„მხოლოდ ჩინეთის აღზევება, რომელიც აშშ-ის მთავარი მოწინააღმდეგეა, აიძულებს აშშ-ის პრეზიდენტს, ღამე არ ეძინოს. ის ცდილობს, არ დაუშვას ჩინეთთან სამხედრო შეტაკება და ამისთვის გეგმავს პეკინის საწინააღმდეგო ძლიერი ბლოკი შექმნას. ეს ნიშნავს, რომ ის აპირებს ევროპა, კანადა და მექსიკა აშშ-ის ვასალებად აქციოს“, – ნათქვამია სტატიაში.

ჟურნალისტი სტატიაში მოუწოდებს ევროპის პოლიტიკურ ლიდერებს, გააძლიერონ ულტრამემარჯვენე პარტიებისთვის წინააღმდეგობის გაწევა.

„მათ არ უნდა დაუშვან ევროპის საზოგადოების დაყოფა აშშ-დან იმპორტირებული დღის წესრიგისა და იდენტობის გარშემო ცრუ დავების ხარჯზე, რომლებიც ადამიანებს ერთმანეთთან აპირისპირებს“, – წერს სტატიის ავტორი, რომლის მისაზრებითაც, ევროპელმა პოლიტიკოსებმა „უნდა აჩვენონ საკუთარ ელექტორატს, თუ როგორ არ უნდა გადაიქცეს ევროპა აშშ-ის ასლად ან მის კოლონიად“.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor