• July

    8

    2025
  • 53
  • 0
უცხოური მედიის ცნობით, დონალდ ტრამპმა, სავარაუდოდ, უკრაინაში „პეტრიოტის“ 10 ერთეული სისტემის გაგზავნის ბრძანება გასცა

უცხოური მედიის ცნობით, დონალდ ტრამპმა, სავარაუდოდ, უკრაინაში „პეტრიოტის“ 10 ერთეული სისტემის გაგზავნის ბრძანება გასცა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, სავარაუდოდ, უკრაინაში „პეტრიოტის“ 10 ერთეული სისტემის გაგზავნის ბრძანება გასცა. ინფორმაციას გამოცემა axios-ი ავრცელებს.

როგორც მედია წერს, აშშ-ის პრეზიდენტი ასევე ახდენს გერმანიაზე ზეწოლას, რათა უკრაინას „პეტრიოტის“ ერთი ბატარეა მიჰყიდოს.

გამოცემა axios-ის ინფორმაციით, 7 ივლისს პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილება უკრაინაში თავდაცვითი იარაღის გაგზავნის შესახებ თანაშემწეებსა და მსოფლიოს სხვა ლიდერებთან რამდენიმედღიანი კონსულტაციების შემდეგ იქნა მიღებული.

ტრამპმა და პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ცოტა ხნის წინ ტელეფონით ისაუბრეს, რა დროსაც, თანამოსაუბრეების თქმით, ტრამპმა ზელენსკის უთხრა, რომ სურდა უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაში დახმარება, მაგრამ აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა იარაღის გაყიდვები უნდა შეაჩეროს საკუთარი მარაგების გადასახედად.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor