• October

    17

    2023
  • 220
  • 0
ალეკო ელისაშვილი – მე და ქეთი თურაზაშვილი თავად გადავწყვეტთ, იმპიჩმენტის პროცესისას სხდომას დავესწროთ თუ არა, ჩვენი თავის გვჯერა, ამაზე მათ იფიქრონ, ვისაც საკუთარი თავის იმედი არ აქვს

ალეკო ელისაშვილი – მე და ქეთი თურაზაშვილი თავად გადავწყვეტთ, იმპიჩმენტის პროცესისას სხდომას დავესწროთ თუ არა, ჩვენი თავის გვჯერა, ამაზე მათ იფიქრონ, ვისაც საკუთარი თავის იმედი არ აქვს

პრეზიდენტის მოწოდება მოვისმინეთ. მე და ქეთი თურაზაშვილი საკმაოდ დიდები, ზრდასრულები ვართ იმისთვის, რომ თავად გადავწყვიტოთ, სხდომას დავესწროთ თუ არა. ამაზე ჯერ არ ჩამოვყალიბებულვართ, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პირველ არხს განაცხადა.

მისივე თქმით, საკითხთან დაკავშირებით „მოქალაქეები“ გადაწყვეტილებას ხვალ მიიღებენ.

„სხდომაზე არშესვლის მიზეზი თუ ის არის, რომ ვინმეს ხელი არ გაექცეს, შემთხვევით მწვანეზე ხელი არ მიეჭიროს, ჩვენი თავის გვჯერა და იმედი გვაქვს. ასეთ რაღაცებზე მათ იფიქრონ, ვისაც საკუთარი თავის იმედი არ აქვს და წითელი და მწვანე ფერები ერევა ერთმანეთში. ჩვენ პოლიტიკური დალტონიზმით არ ვართ დაკავებული. იმპიჩმენტს მხარს არ დავუჭერთ არც ერთ შემთხვევაში. ჩვენ ვიცით, რა ხდება, როცა მწვანე ღილაკს აჭერ ხელს და წითელი ღილაკი რას გამოხატავს. რეალური პრობლემაა, რომ ვიღაცები შემოვლენ და ხელი გაექცევათ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor