• July

    8

    2025
  • 50
  • 0
საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში, ტყეში ხანძრის გამო მარსელის აეროპორტი დროებით დაიხურა, ქალაქ ლე პენ-მირაბოდან კი მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა

საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში, ტყეში ხანძრის გამო მარსელის აეროპორტი დროებით დაიხურა, ქალაქ ლე პენ-მირაბოდან კი მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა

საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში, ტყეში გაჩენილი ხანძრის გამო საფრანგეთის სიდიდით მეორე ქალაქის, მარსელის აეროპორტი დროებით დახურეს. როგორც „ფრან 24“ წერს, ხანძარი სწრაფად ვრცელდება, რასაც ძლიერი ქარი უწყობს ხელს.

აეროპორტის წარმომადგენლების განცხადებით, რეისების შესრულება და მიღება შეწყვეტილია დღეს შუადღიდან, ზოგიერთი თვითმფრინავი ქალაქ ნიცაში გადაამისამართეს. ჯერ უცნობია, როდის განაახლებს აეროპორტი მუშაობას.

როგორც ადგილობრივი სახანძრო სამსახური იუწყება, ცეცხლი მარსელის ჩრდილოეთით მძვინვარებს და 30 ჰექტარზეა მოდებული. ხანძრის ქრობის სამუშაოებში ჩართულია 160-ზე მეტი მეხანძრე. ადგილზე გააგზავნეს ვერტმფრენებიც.

„ამ ეტაპზე მოსახლეობა უნდა დარჩეს სახლებში. დახურეთ კარი, ფანჯრები, მოგიწოდებთ, უზრუნველყოთ, რომ თქვენი ქონება საჭიროების შემთხვევაში ხელმისაწვდომი იყოს საგანგებო სამსახურების წარმომადგენლებისთვის, არ გადაადგილდეთ გზებზე“, – ნათქვამია პროვანსი-ალპები-ლაჟვარდოვანი სანაპიროს პრეფექტურის მიერ სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ფრანგული მედიის ცნობით, ძლიერი ხანძრის გამო მარსელის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ლე პენ-მირაბოდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა. ამასთან, მარსელის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ კვამლის სუნი ქალაქის ცენტრშიც იგრძნობა, ხოლო ქალაქის ნაწილი კვამლში იყო გახვეული.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor