• July

    10

    2025
  • 60
  • 0
მერქნიანი მცენარის უკანონო გაჩეხვის ბრალდებით ხაშურის მუნიციპალიტეტში ერთი პირი დააკავეს

მერქნიანი მცენარის უკანონო გაჩეხვის ბრალდებით ხაშურის მუნიციპალიტეტში ერთი პირი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მერქნიანი მცენარის უკანონო გაჩეხვის ბრალდებით 1999 წელს დაბადებული თ.ნ. დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალის სატყეო უბნის ერთ-ერთ მონაკვეთზე ფოთლოვანი ჯიშის მერქანი შემდგომში რეალიზაციის მიზნით უკანონოდ გაჩეხა. სამართალდამცველებმა ბრალდებული სოფელ ალის ტერიტორიაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც სახელმწიფო სანომრე ნიშნის გარეშე არსებული ავტომობილით უკანონოდ მოპოვებული ხის მასალა გადაჰქონდა“, – აცხადებენ შსს-ში.

გამოძიება მერქნიანი მცენარის უკანონო გაჩეხვის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor