
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
მარკო რუბიომ გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სპეციალურ მომხსენებელს, ფრანჩესკა ალბანეზეს სანქციები დაუწესა
აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სპეციალურ მომხსენებელს, ფრანჩესკა ალბანეზეს სანქციები დაუწესა.
მისი თქმით, ვაშინგტონი აღარ მოითმენს ფრანჩესკა ალბანეზეს მიერ შეერთებული შტატებისა და ისრაელის წინააღმდეგ წარმოებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ კამპანიას.
„სანქციებს ვუწესებ გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სპეციალურ მომხსენებელს, ფრანჩესკა ალბანეზეს მისი არალეგიტიმური და სამარცხვინო ქმედების გამო საერთაშორისო კრიმინალურ სასამართლოში, აშშ-ისა და ისრაელის ოფიციალური პირების, კომპანიებისა და მენეჯერების წინააღმდეგ ქმედებების ინიცირების მიზნით. აღარ მოვითმენთ ალბანეზეს მიერ შეერთებული შტატებისა და ისრაელის წინააღმდეგ პოლიტიკურ და ეკონომიკურ კამპანიას. ყოველთვის გვერდში დავუდგებით ჩვენს პარტნიორებს თავდაცვის უფლებაში“, – აცხადებს მარკო რუბიო.





