• July

    10

    2025
  • 118
  • 0
სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა ტერაქტის მომზადებაში ეჭვმიტანილი შვიდი პირი დააკავა, მედიის ცნობით, ყველა დაკავებული ოპოზიციური პარტია „დაშნაქცუთიუნის“ წევრია

სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა ტერაქტის მომზადებაში ეჭვმიტანილი შვიდი პირი დააკავა, მედიის ცნობით, ყველა დაკავებული ოპოზიციური პარტია „დაშნაქცუთიუნის“ წევრია

სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა ტერორისტული აქტის მომზადებაში ეჭვმიტანილი შვიდი პირი დააკავა. სომხური მედიის ცნობით, ყველა დაკავებული ოპოზიციური პარტია „დაშნაქცუთიუნის“ წევრია.

როგორც საგამოძიებო უწყების ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, რამდენიმე მისამართზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებულია ელექტროდეტონატორი, საბრძოლო ყუმბარა, დენთი და სხვა მასალები.

როგორც სომხეთის საგამოძიებო უწყებაში ამბობენ, დაკავებულია შვიდი პირი, რომელთაგან ერთს ბრალი უკვე წარუდგინეს ტერაქტის მომზადებაში. განცხადებაში აღნიშნულია, რომ გამოძიება გრძელდება.

ცნობისთვის, მანამდე ტერორისტული აქტების მომზადებაში ბრალი დასდეს მოძრაობა „წმინდა ბრძოლის“ ლიდერს, არქიეპისკოპოს ბაგრატ გალსტანიანს და კიდევ 15-მდე პირის. დაკავებულები აცხადებენ, რომ მათ პოლიტიკური მოტივით დევნიან.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor