• July

    10

    2025
  • 76
  • 0
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსად პავლე მაჭარაშვილი დაინიშნა

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსად პავლე მაჭარაშვილი დაინიშნა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსად პავლე მაჭარაშვილი დაინიშნა.

პავლე მაჭარაშვილი უწყების თანამშრომლებს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლევან ღირსიაშვილმა წარუდგინა.

პირველმა მოადგილემ ახალ ხელმძღვანელს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მას წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში.

პავლე მაჭარაშვილს საჯარო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა დროს ის წამყვან პოზიციებს იკავებდა კონსტიტუციური უსაფრთხოების, მიგრაციისა და ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტებში. 2020 წლიდან დღემდე მისი პროფესიული საქმიანობა უკავშირდება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებას, დანაშაულის პრევენციასა და აღკვეთას.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor