• July

    10

    2025
  • 56
  • 0
რუსეთის საგარეო უწყება – რუბიოსა და ლავროვის შეხვედრაზე დადასტურდა განწყობა თანამშრომლობის აღდგენისა და საზოგადოებებს შორის შეუფერხებელი კონტაქტების მიმართ, რასაც შესაძლოა, პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენამ შეუწყოს ხელი

რუსეთის საგარეო უწყება – რუბიოსა და ლავროვის შეხვედრაზე დადასტურდა განწყობა თანამშრომლობის აღდგენისა და საზოგადოებებს შორის შეუფერხებელი კონტაქტების მიმართ, რასაც შესაძლოა, პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენამ შეუწყოს ხელი

კუალა ლუმპურში აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შორის შეხვედრა გაიმართა.

მოლაპარაკებები სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოცირების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში ჩატარდა. ეს სერგეი ლავროვსა და მარკო რუბიოს შორის მეორე პირისპირ შეხვედრაა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი დღის წესრიგის საკითხები და მსოფლიოში არსებული ვითარება.

„შედგა უკრაინის გარშემო არსებული ვითარების დარეგულირების, ირანისა და სირიის გარშემო არსებული ვითარების, ასევე სხვა საერთაშორისო საკითხების შესახებ აზრთა არსებითი და გულწრფელი გაცვლა. დადასტურდა ორმხრივი განწყობა კონფლიქტური სიტუაციების მშვიდობიანი გადაწყვეტის პოვნის, რუსულ-ამერიკული ეკონომიკური, ჰუმანიტარული თანამშრომლობის აღდგენისა და ორი ქვეყნის საზოგადოებებს შორის შეუფერხებელი კონტაქტების მიმართ, რასაც შესაძლოა, პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენამ შეუწყოს ხელი. ხაზგასმული იყო ორმხრივი დიპლომატიური მისიების ფუნქციონირების ნორმალიზებაზე მუშაობის გაგრძელების მნიშვნელობა. რუსეთისა და აშშ-ის საგარეო-პოლიტიკურ უწყებებს შორის გაგრძელდება კონსტრუქციული და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული დიალოგი ორმხრივი ინტერესის მქონე საკითხების ფართო სპექტრზე“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს მარკო რუბიოსა და სერგეი ლავროვის მოლაპარაკებების შესახებ განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor