• July

    10

    2025
  • 81
  • 0
„ჯარის ბანაკი“ აქტიურად მიმდინარეობს

„ჯარის ბანაკი“ აქტიურად მიმდინარეობს

„ჯარის ბანაკი“ მეოთხე როტაციას მასპინძლობს. თავდაცვის სამინისტროს პროექტი „ჯარის ბანაკი“ აქტიურად მიმდინარეობს. კოჯრის გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემია და საჩხერის სამთო მომზადების სკოლა მოსწავლეთა მეოთხე როტაციას მასპინძლობს. თავგადასავლებითა და ემოციებით სავსე ბანაკი მოსწავლეებს დღის განმავლობაში ბევრ თეორიულ და პრაქტიკულ აქტივობას სთავაზობს.

თეორიული სწავლების შემდეგ კოჯრის ბანაკში გუნდური შეჯიბრებები ჩატარდა: ნავიგაციაში, იარაღის დაშლა-აწყობაში, პნევმატური იარაღით მიზანში სროლასა და დაბრკოლებათა ზოლის გადალახვაში. დღის ბოლოს ახალგაზრდებმა სახალისო შემოქმედებითი საღამო ჩაატარეს, სადაც სერჟანტ-ინსტრუქტორებთან ერთობლივად მუსიკალური ნომრები შეასრულეს.

„ჯარის ბანაკის“ ახალი ნაკადი ერთი კვირის მანძილზე პირველად სამედიცინო დახმარებას, თვითგადარჩენას, საცეცხლე მომზადებას, ტოპოგრაფიას, სამხედრო ნავიგაციასა და სხვა დისციპლინებს შეისწავლის.

აღსანიშნავია, რომ „ჯარის ბანაკმა“ მესამე და მეოთხე როტაციაზე, თავდაცვის სამინისტროსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი პროექტის – „ჩვენი ჯარი“-ს მონაწილე მოზარდებსაც უმასპინძლა. როგორც ცნობილია, აღნიშნული პროექტი ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და ქართული ჯარის შესახებ ინფორმირებულობას ისახავს მიზნად.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor