• July

    11

    2025
  • 52
  • 0
დაზვერვის ქვედანაყოფებმა საველე სიტუაციური სწავლება ჩაატარეს

დაზვერვის ქვედანაყოფებმა საველე სიტუაციური სწავლება ჩაატარეს

სენაკში, „სორტას საველე ბანაკის“ ტერიტორიაზე თავდაცვის ძალების დაზვერვის ქვედანაყოფებმა სიტუაციური საველე სწავლება ჩაატარეს.

სწავლებაში, აღმოსავლეთისა და დასავლეთის, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის, სპეციალური ოპერაციების სარდლობების, ეროვნული გვარდიის, სამხედრო დაზვერვისა და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობდნენ.

სწავლება, დაზვერვის ქვედანაყოფების მზადყოფნის დონის შემოწმებას, საბრძოლო მომზადების დონის ამაღლებას და ახალი სადაზვერვო საშუალებების პრაქტიკულ გამოცდას ისახავდა მიზნად.

აღნიშნული სწავლება, საველე შეკრების – „მსტოვარი 2025“-ის ფარგლებში ჩატარდა და მას გენერალური შტაბის J-2 დაზვერვის დეპარტამენტი ხელმძღვანელობდა. შეკრების მთავარი ამოცანა იყო ქვედანაყოფების მოქმედების შეფასება, საველე დაგეგმარება, სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლა და დაზვერვის ტაქტიკურ უნარ-ჩვევებზე დაკვირვება.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor