• July

    11

    2025
  • 50
  • 0
სომხური გამოცემის ცნობით, ერევანსა და ბაქოს შორის სამშვიდობო შეთანხმებას დეკემბერში მოეწერება ხელი

სომხური გამოცემის ცნობით, ერევანსა და ბაქოს შორის სამშვიდობო შეთანხმებას დეკემბერში მოეწერება ხელი

ერევანსა და ბაქოს შორის სამშვიდობო შეთანხმებას დეკემბერში მოეწერება ხელი, – ამის შესახებ ინფორმაციას სომხური გამოცემა „ჰრაპარაკი“ ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურმა ერევანმა ალიევთან შეხვედრის შემდეგ 5-საათიანი მოლაპარაკებების შედეგების შესახებ კონკრეტული ინფორმაცია არ გაავრცელა, აზერბაიჯანულმა საინფორმაციო სააგენტომ დეტალები გაასაჯაროვა, რომლის თანახმად, სამშვიდობო ხელშეკრულება პარაფირებულია და მხარეებმა ზანგეზურის დერეფანთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს.

სომხური მედიის თანახმად, 10 ივლისს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ასევე განაცხადა, რომ სომხეთი გზის კონტროლის „აუთსორსინგის“ წინააღმდეგი არ არის.

„სწორედ ამას ისახავდა მიზნად სომხეთში ფაშინიანის სამართალდამცავი ორგანოების ქმედებები, კერძოდ „სომხეთის რევოლუციური ფედერაციის“, იმავე „დაშნაკცუთიუნის“ წევრების დაპატიმრებები. საქმე ისაა, რომ სამშვიდობო შეთანხმების ერთ-ერთი შეთანხმებული პუნქტის თანახმად, მხარეებმა უნდა იბრძოლონ იმ ჯგუფების წინააღმდეგ, რომლებიც საკუთარ სახელმწიფოში მეორე მხარის წინააღმდეგ სეპარატისტულ განცხადებებს აკეთებენ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სომხეთში არ უნდა არსებობდნენ ოპოზიციური პარტიები ან პირები, რომლებიც ალიევსა და აზერბაიჯანს, ასევე ფაშინიანს აკრიტიკებენ“, – აღნიშნულია სომხური გამოცემის ინფორმაციაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor