• July

    11

    2025
  • 82
  • 0
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის ინფრასტრუქტურას გაეცნო

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის ინფრასტრუქტურას გაეცნო

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, გეკა გელაძე მოადგილესთან, მარიამ ტაბატაძესთან ერთად, ჯანმრთელობის დაცვის სამსახურს ეწვია, ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და სამსახურის თანამშრომელთა მუშაობის სპეციფიკას გაეცნო.

შსს-ს ცნობით, ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის ხელმძღვანელმა, გურამ ამირიძემ შინაგან საქმეთა მინისტრსა და მის მოადგილეს, სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების, სამედიცინო სერვისებისა და მედპერსონალის მუშაობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

„შინაგან საქმეთა მინისტრმა კი, თავის მხრივ, ყურადღება გაამახვილა სამინისტროს პრიორიტეტულ მიმართულებებზე, რომელთა შორის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, სამინისტროს თანამშრომელთა ჯანმრთელობაზე ზრუნვაა.

გეკა გელაძემ ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის მედპერსონალს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და მათ წარმატებები უსურვა“, – აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor