
შევხვდებით სექტემბერში – განახლებულები და კიდევ უფრო ძლიერი კონტენტით – გისურვებთ მშვიდ, შთამაგონებელ და ბედნიერებით სავსე ზაფხულს !
ძვირფასო მკითხველებო,
საინფორმაციო-ანალიტიკური პლატფორმა „GEO NEWS“ გაცნობებთ, რომ დღეიდან ვცვლით ჩვენი მუშაობის გრაფიკს და გადავდივართ საზაფხულო რეჟიმზე.
ზაფხული ახალი ენერგიის, დასვენებისა და შთაგონების დროა – სწორედ ამიტომ, „GEO NEWS“ სექტემბრამდე დროებით შეამცირებს ყოველდღიური მასალების განთავსების ინტენსივობას, რათა შემოდგომ კიდევ უფრო განახლებული ძალებით, სიახლეებითა და მაღალი სტანდარტის ანალიტიკური პროდუქტებით დაგიბრუნდეთ თქვენ – ჩვენს ერთგულ აუდიტორიას.
თუმცა, როგორც პროფესიული მედია პლატფორმა, რომელიც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით მოქმედებს, ვრჩებით მუდმივ კავშირზე თქვენთან. ზაფხულის არდადეგების პერიოდში არაერთ მნიშვნელოვან ანალიტიკურ მასალას, ექსკლუზივსა და გამორჩეულ სიახლეს შემოგთავაზებთ.
„GEO NEWS“ მადლობას გიხდით ნდობისა და მხარდაჭერისთვის და გპირდებათ, რომ თქვენი ინფორმირებულობა კვლავ იქნება ჩვენი მთავარი პრიორიტეტი – თუნდაც საზაფხულო რეჟიმში !
გისურვებთ მშვიდ, შთამაგონებელ და ბედნიერებით სავსე ზაფხულს.
შევხვდებით სექტემბერში – განახლებულები და კიდევ უფრო ძლიერი კონტენტით !
,,GEO NEWS”





