• July

    25

    2025
  • 50
  • 0
დიმიტრი პესკოვი – აგვისტოს ბოლომდე ვლადიმერ პუტინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრის შესაძლებლობა ნაკლებად სავარაუდოა

დიმიტრი პესკოვი – აგვისტოს ბოლომდე ვლადიმერ პუტინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრის შესაძლებლობა ნაკლებად სავარაუდოა

აგვისტოს ბოლომდე რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრის შესაძლებლობა ნაკლებად სავარაუდოა, – ამის შესახებ კრემლის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„შესაძლებელია ასეთი ურთულესი პროცესის 30 დღეში გავლა? აშკარაა, რომ ნაკლებად სავარაუდოა“, – აღნიშნა პესკოვმა.

როგორც რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რუსეთსა და უკრაინას შორის უმაღლესი დონს შეხვედრამ უნდა დააფიქსიროს ყველა მიღწეული შეთანხმება.

„უმაღლესი დონის შეხვედრამ უნდა დაუსვას საბოლოო წერტილი დარეგულირებას და დააფიქსიროს ის მოდალობები და შეთანხმებები, რომლებიც უნდა შემუშავდეს საექსპერტო სამუშაოს მიმდინარეობისას. პირიქით გაკეთება შეუძლებელია“, – აღნიშნა კრემლის პრესმდივანმა.

პესკოვის განცხადებით, რუსეთის პოზიცია წარმოდგენილია მემორანდუმის პროექტში, რომელიც უკრაინულ მხარეს გადაეცა. მისი შეფასებით, მოცემულ მომენტში დარეგულირების მემორანდუმის პროექტები დიამეტრულად საპირისპიროა და მხარეებს დიდი სამუშაო აქვთ.

ცნობისთვის, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა და სტამბოლის მოლაპარაკებებზე უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა, რუსტემ უმეროვმა განაცხადა, რომ სტამბოლში 23 ივლის გამართული მოლაპარაკებების დროს უკრაინამ რუსეთს აგვისტოს ბოლომდე ვლადიმერ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრის ჩატარება შესთავაზა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor