• July

    28

    2025
  • 209
  • 1
მეუფე მელქისედეკი ტრამპისგან გადაჭარბებული მოლოდინების საფრთხეზე გვაფრთხილებს !

მეუფე მელქისედეკი ტრამპისგან გადაჭარბებული მოლოდინების საფრთხეზე გვაფრთხილებს !

,,შეხედავ იფიქრებ ჭკვიანიაო, შემოუვლი, ჭკვიანია, ზემოდან, ქვემოდან შეხედავ ჭკვიანია, პირს დააღებს და ჩემთვის საოცარი ბრიყვია და ამ დროს ექსპერტია.

რომ მივშტერებივართ ამ ტრამპს, ის კაცი ამბობს  -ამერიკა უპირველეს ყოვლისაო და არა საქართველო უპირველეს ყოვლისაო. ამას იმიტომ ამბობდა, რომ ვეღარ გაწვდა ამერიკა თავისივე მადას გაეკონტროლებინა მსოფლიო. გათვალეს, გამოთვალეს და ტრამპის ადმინისტრაციამ მხოლოდ ტაქტიკა შეიცვალა სულ რამდენიმე თვით, ტრამპის არჩევიდან იქამდე, სანამ მას ელანდებოდა, რომ რუსებთან ომს დაასრულებდა, მაგრამ ახლა უკვე, როცა ტრამპს აღარ გააჩნია იმის რესურსი, რომ საერთაშორისო სტრატეგიული გეგმა რადიკალურად შეცვალოს და ის სტრატეგია, რაც საბჭოეთის მორღვევის დღიდან ეჩვენებოდა ამერიკის მმართველ ელიტას, რომ ფინალს უახლოვდებოდა, მათთვის გაუგებრად უკუღმა შეტრიალდა, მაგრამ მხოლოდ ის შეიცვალა, რომ უკვე დიპლომატიურმა სვლებმა თავი ამოწურა და პირდაპირი ზეწოლის გზას დაადგნენ.

ჰოდა, რა ესაქართველოება ახლა ტრამპს მითხარით ერთი !

მისი ადმინისტრაციისთვისაც ისეთივე ინსტრუმენტია საქართველო, როგორც ბაიდენის ადმინისტრაციისთვის იყო და საერთოდ, ამერიკის ყველა ადმინისტრაციისთვის ჰქონდა ერთი და იგივე მნიშვნელობა. ჩვენი ქვეყანა და საერთოდ კავკასია, რომ გამოყენებულიყო რუსეთ- ჩინეთის ერთდროულად გაკონტროლების გეოპოლიტიკურ არეალად. ჰოდა, რა გეტრამპებათ არ ვიცი, რომ გააატრამპეთ საქმე” – ამის შესახებ მეუფე მელქისედეკ ( დიაკონიძემ ) ,,GEO NEWS”-თან განაცხადა. 

მოამზადა თამთა მაისურაძემ

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

1 COMMENT

  • gora shethe
    July 29, 2025, 7:18 am REPLY

    სრულიად ვეთანხმები მეუფე მელქისედეკს

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor