• July

    28

    2025
  • 52
  • 0
ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ აშშ-ევროკავშირის შეთანხმების ფარგლებში 15-პროცენტიანი საბაზისო ტარიფი გავრცელდება ყველა სექტორზე, მათ შორის, ავტომობილებსა და ფარმაცევტულ პროდუქციაზე

ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ აშშ-ევროკავშირის შეთანხმების ფარგლებში 15-პროცენტიანი საბაზისო ტარიფი გავრცელდება ყველა სექტორზე, მათ შორის, ავტომობილებსა და ფარმაცევტულ პროდუქციაზე

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ აშშ-ევროკავშირის სავაჭრო შეთანხმების ფარგლებში 15-პროცენტიანი საბაზისო ტარიფი გავრცელდება ყველა სექტორზე, მათ შორის, ავტომობილებსა და ფარმაცევტულ პროდუქციაზე.

„15 პროცენტი ცუდი ციფრი არ არის. ეს საუკეთესო შედეგია, რაც მოვიპოვეთ. ეს ყველაფერზე ვრცელდება“, – აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა.

ამასთან, როგორც ფონ დერ ლაიენმა განმარტა, ზოგიერთ მნიშვნელოვან პროდუქტზე ტარიფი საერთოდ გაუქმდება.

„ასევე, შევთანხმდით, რომ რიგ სტრატეგიულ პროდუქტებზე ნულოვანი ტარიფი იქნება. ესენია: თვითმფრინავები და მათი ნაწილები, ზოგიერთი ქიმიკატი, ნახევარგამტარული აღჭურვილობა, სოფლის მეურნეობის ზოგიერთი პროდუქტი, ბუნებრივი რესურსები და კრიტიკული ნედლეული. ამ სიას კიდევ დავამატებთ სხვა პროდუქტებსაც“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

რუსული ენერგორესურსის პრობლემაზე საუბრისას ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ ბევრი რუსული ნავთობისა და გაზის პროდუქტი შედის ევროკავშირში.

„ჩვენ ეს აღარ გვინდა და სრულად უნდა შევწყვიტოთ რუსული საწვავის იმპორტი. ამიტომ ამერიკული თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) შესყიდვა კარგი შესაძლებლობაა. ჩვენი ანგარიშით, შეგვიძლია, წლიურად 250 მილიარდი კუბური მეტრი გაზი შევისყიდოთ სამი წლის განმავლობაში“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor