• October

    17

    2023
  • 89
  • 0
ვიოლა ფონ კრამონი – პრეზიდენტი ზურაბიშვილი აახლოებს ქვეყანას ევროკავშირთან, ამ ძალისხმევისთვის ისჯება ჩინოვნიკების მიერ

ვიოლა ფონ კრამონი – პრეზიდენტი ზურაბიშვილი აახლოებს ქვეყანას ევროკავშირთან, ამ ძალისხმევისთვის ისჯება ჩინოვნიკების მიერ

არ შეგვიძლია პროევროპელი ქართველების 80% მარტოდ მივატოვოთ მიტაცებულ რეჟიმთან ბრძოლაში, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.

“საქართველოს კონსტიტუციის პატივისცემის მიუხედავად, პრეზიდენტი ზურაბიშვილი პრორუსული მთავრობის მიერ განხორციელებული იმპიჩმენტის პროცედურის წინაშე დგას.

არ შეგვიძლია პროევროპელი ქართველების 80% მარტოდ მივატოვოთ მიტაცებულ რეჟიმთან ბრძოლაში. საქართველოს მომავალი ევროკავშირში რჩება”, – წერს ფონ კრამონი.

მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტი ისჯება ევროპული ძალისხმევისთვის იგი „ ისჯება ოლიგარქისა და მისი ჩინოვნიკების მიერ“.

„ხუთი თვის წინ, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მტკიცედ იდგა აქ, მისი ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად. პრეზიდენტი ზურაბიშვილი აკეთებს იმას, რის გაკეთებაზეც საქართველოს ხელისუფლება უარს ამბობს. აახლოებს თავის ქვეყანას ევროკავშირთან. პრეზიდენტი, რომელიც თავის ხალხის მსგავსად, სისხლით ხორცამდე ევროპელია, მკაცრად იცავსკონსტიტუციის 78-ე მუხლს: მიიღოს ყველა ზომა ევროპის კავშირში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. ამ ძალისხმევისთვის იგი ახლა ისჯება ოლიგარქისა და მისი ჩინოვნიკების მიერ.

ძვირფასო კოლეგებო. განგაშით გამცნობთ, საქართველო ოდესღაც ევროპული იმედის სხივი, ახლა სწრაფად მიემართება ავტორიტარული პრორუსული მმართველობისკენ. სასამართლო და კანონის უზენაესობა დარღვეულია და ახლა იარაღად არის გამოყენებული იმ ფარსში, რომელსაც იმპიჩმენტს ეძახიან. ჩვენ არ შეგვიძლია და ხელს არ ჩავიქნევთ საქართველოზე, არ დავტოვებთ საქართველოს 80 პროცენტზე მეტს მარტო ჩრდილოვანი რეჟიმის პირისპირ. საქართველო გახდება ევროპული კავშირის წევრი“, – განაცხადა კრამონმა სიტყვით გამოსვლისას ევროპარლამენტის ტრიბუნიდან.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor