• August

    7

    2025
  • 84
  • 0
ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა გრუნიში !

ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა გრუნიში !

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა გთავაზობს შესაძლებლობას, მიიღო განათლება, რომელიც შეესაბამება როგორც საქართველოს განათლების ეროვნულ სტანდარტებს, ისე საერთაშორისო საგანმანათლებლო მოთხოვნებს.

სწავლება მიმდინარეობს მოწვეული პრაქტიკოსი სპეციალისტების, მენეჯერებისა და დარგის წამყვანი პროფესიონალების მონაწილეობით, ინტერაქტიური ლექციების, ქეის-მეთოდების, ელექტრონული სწავლების, ინოვაციური პროექტებისა და სიტუაციურ ამოცანებზე მუშაობით.

გრუნის ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის ძირითადი უპირატესობებია :

სტუდენტური საინვესტიციო ფონდი – რეალურ დროსა და რეალური ფულით ვაჭრობა ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე;

თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და ციფრული რესურსები;
მცირე ჯგუფები და ინდივიდუალური მიდგომა სტუდენტებთან;
მეცნიერული კვლევების მხარდაჭერა და სტუდენტთა ჩართულობა
საგრანტო პროექტებში;

სტუდენტებზე ორიენტირებული პოლიტიკა და სერვისები, მათ შორის GRUNI Card-ით სარგებლობის შესაძლებლობა, რომელიც აერთიანებს 5,000-ზე მეტ ექსკლუზიურ შეთავაზებას 500-ზე მეტ ობიექტში – იქნება ეს კულტურის, მოგზაურობის, ჯანდაცვის, კვების, თავის მოვლის, გართობისა თუ სხვა სფერო.

საერთაშორისო გაცვლითი პროგრამები და მობილობა გერმანიის, პორტუგალიისა და ესპანეთის და მსოფლიოს სხვა წამყვან უნივერსიტეტებში კარიერის დაგეგმვის სამსახური – რომელიც შეგძენს იმიტირებული გასაუბრების გამოცდილებას და მოგცემს რჩევებს, დასაქმებისთვის საჭირო უნარების განსავითარებლად.

მრავალფეროვანი არჩევითი საგნები და საგანმანათლებლო მოქნილობა საველე ვიზიტები და პრაქტიკული შეხვედრები ბიზნესის წარმომადგენლებთან.

პროგრამაზე სწავლის გასაგრძელებლად, აუცილებელია საერთო სამაგისტრო და შიდა საუნივერსიტეტო გამოცდის ჩაბარებას სპეციალობასა და ინგლისურ ენაში (აპლიკანტები, რომლებსაც აქვთ საერთაშორისო სერთიფიკატი ( მინიმუმ ALTE B2 დონეზე) ან განათლება უცხოეთში, ინგლისურ ენაზე მიღებული, თავისუფლდებიან ენის ტესტისგან )

რეგისტრაციისთვის, ეწვიე ბმულს: https://shorturl.at/uJ7Gf

,,GEO NEWS”

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor