• October

    17

    2023
  • 450
  • 0
დავით ბოთერაშვილი : მარცხი რუსეთის ფედერაციისა, არც დაიშვება, რადგან კაცობრიობა შეწყვეტს ფიზიკურ არსებობას – ღმერთმან ნუ ჰქნას, რომ ყოველივე შეთანხმებული და მართული არ იყო და ,,ჰამასმა” სიურპრიზი მოუწყო ისრაელს!

დავით ბოთერაშვილი : მარცხი რუსეთის ფედერაციისა, არც დაიშვება, რადგან კაცობრიობა შეწყვეტს ფიზიკურ არსებობას – ღმერთმან ნუ ჰქნას, რომ ყოველივე შეთანხმებული და მართული არ იყო და ,,ჰამასმა” სიურპრიზი მოუწყო ისრაელს!

ბრძოლა ისრაელსა და ,,ჰამასს” შორის, რომელიც შაბათს, 7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმით დაიწყო კვლავ გრძელდება. მართალია, ისრაელსა და პალესტინელებს შორის დაპირისპირება ხშირი იყო, მაგრამ ეს კონფლიქტი ყველაზე სისხლიანი აღმოჩნდა.  ისრაელის მაცხოვრებლები გუშინ საღამოსაც თავშესაფარში იყვნენ, რადგან ძლიერი აფეთქებები და სროლები იყო. რა შეიძლება იყოს ისრაელის წინააღმდეგ პალესტინელების გააქტიურების მიზეზი და რამდენად სწრაფად ჩაცხრება კონფლიქტი ?

,,Geo News” საქართველოსა და ისრაელის მოქალაქეს, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორს, ,,შლომის ადგილობრივი საბჭოსა” და ,,ისრაელის სასაზღვრო დასახლებათა სახელმძღვანელო ფორუმის” თავჯდომარის ყოფილ მოადგილეს, დავით ბოთერაშვილს ექსკლუზიურად ესაუბრა. 

დავით ბოთერაშვილი : რაოდენ მტკივნეულიც არ უნდა იყოს მოვლენათა განვითარება, მაინც გასაგებია ისრაელის მთავრობის ქმედება, რომელმაც  ,,ჰამასის” ხელმძღვანელობის მეშვეობით, მსოფლიო საზოგადოებრივი აზრის წინაშე, დასავლეთის განზრახვათა ღირსეულად წარმოჩინების მიზნით ( რაც ირანის ბირთვული პოტენციალის აღმოფხვრას ითვალისწინებს და იმ საბაბით, რომ ირანის ბირთვულ იარაღს შეეძლო ასიათასობით ისრაელის მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა) , ისრაელის ხელისუფლების ხელმძღვანელობამ მიზანშეწონილად მიიჩნია, რამდენიმე ასეული ისრაელის მოქალაქის სიცოცხლე გაეწირა, რათა ისრაელსა და ,,აშშ”-ის მიერ დაგეგმილ და უახლოეს დღეებში მოსალოდნელ ფართო-მასშტაბიან სამხედრო ქმედებებს, მსოფლიო საზოგადოების თვალში გამართლება ჰქონოდა და რითაც, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედება ძალაუნებურად დაუკავშირდება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე დაპირისპირებას, რაც ამერიკას ისრაელის ხარჯზე, ლეგიტიმაციას მიანიჭებს, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ სტრატეგიული იარაღის გამოყენების შემთხვევაში, იერიში მიიტანოს მის მოკავშირე ქვეყნებზე.

ნიშანდობლივია აღინიშნოს, რომ 2 ამერიკულმა და 2 ბრიტანულმა საბრძოლო ავიამზიდავმა ხომალდმა უკვე ღუზები ჩასდეს ხაიფის პორტში 2,000 მებრძოლი მეზღვაურის ეკიპაჟით, ხოლო, იორდანიის ყურედან რამათ დავიდში ეფ 35 -ების, ეფ 22 -ებისა და ეი -10 ების მთლიანი ფლოტი იქნა გადმოსტყორცნილი ამერიკის სამხედრო ბაზიდან, რომელიც საუდიის არაბეთშია დეპონირებული, ისრაელის მიმართულებით, მისივე სარაკეტო აღჭურვილობასთან ერთად.

 ხვალ ,,აშშ”- ს პრეზიდენტი ჩამოდის რეგიონში და მის წასვლამდე დაპირისპირება, მხოლოდ საჰაერო იერიშებით იქნება დასაზღვრული.

რაც შეეხება შემდეგ მოვლენებს, მოგეხსენებათ, რომ, ირანს, ნიშნად თანადგომისა, რუსეთი, სხვა საშუალებებს შორის, დაჰპირდა სუხოი 300, შესაძლოა, სუხოი 400 ის ტიპის ჭურვების მიწოდებას, რის ნიადაგზეც გარდაუვალი შეიქმნა მისი ატომური რეაქტორების დაუყოვნებლივი განადგურების აუცილებლობა, ვინაიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში უახლოეს თვეებში ირანი დაასრულყოფილებს მისი ატომური იარაღის განვითარებას, რაც საბაბს განაპირობებს არსებული რკინის ხმლებისეული საომარი მოქმედებისას ღაზის სექტორში, ხოლო სანაცვლოდ, ისრაელი თანადგომას გაუწევს ამერიკის შშ ს უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედების შედეგიდან გლიმპფლიხურად თავის დაღწევაში, ვინაიდან, დასავლეთმა, გაათვითცნობიერა უკვე ფაქტი იმ გარემოებისა, რომ, უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედების ნებისმიერი შედეგი, რომელიც განსხვავებული იქნება, თუგინდ ვარშავის ხელშეკრულების ქვეყნებიდან, და არა მხოლოდ, ნატოს შეიარაღებული ძალებისა და აღჭურვილობის სრულყოფილი განდევნისაგან, ჩაითვლება როგორც მარცხი რუსეთის ფედერაციისა, რაც არ მოხდება და არც დაიშვება რომ მოხდეს, ვინაიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში – კაცობრიობა შესწყვეტს ფიზიკურ არსებობას.

ღმერთმან ნუ ჰქნას, რომ ყოველივე შეთანხმებული და მართული არ იყო და ჰამასმა სიურპრიზი მოუწყო ისრაელს!

ქეთი ხომერიკი

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor