• August

    15

    2025
  • 95
  • 0
თბილისში ახალი სტადიონის პროექტირებასა და მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

თბილისში ახალი სტადიონის პროექტირებასა და მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა თბილისში ახალი, უეფას IV კატეგორიის სტადიონის პროექტირებისა და მშენებლობისთვის ტენდერი გამოაცხადა.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, 70 000 გულშემატკივარზე გათვლილი სტადიონი იქნება თანამედროვე მრავალფუნქციური არენა, სადაც გაიმართება ფეხბურთისა და რაგბის მატჩები, კონცერტები და სხვა ადგილობრივი თუ საერთაშორისო ღონისძიებები. სტადიონი შეძლებს ჩემპიონთა ლიგისა და სხვა მაღალი დონის მატჩების მასპინძლობას.

მათივე ცნობით, სტადიონის ტერიტორიაზე ასევე გათვალისწინებულია საზოგადოებრივი ცენტრის ფუნქციონირება. იგეგმება საკონფერენციო, საგამოფენო, დასასვენებელი ზონების, მუზეუმისა და სავაჭრო სივრცის მოწყობა.

ახალი სტადიონი აშენდება აეროპორტთან, ლუგარის კვლევითი ცენტრის მიმდებარედ. ქალაქის სხვადასხვა ადგილიდან სტადიონთან სწრაფად მისასვლელად დაგეგმილია ახალი სატრანსპორტო კვანძების პროექტირება და მშენებლობა, რაც უზრუნველყოფს მგზავრების კომფორტულ გადაადგილებას.

ახალი მულტიფუნქციური სტადიონის კონცეფცია UEFA-ს ექსპერტებთან ერთად მუშავდება. საერთაშორისო სპეციალისტები აქტიურად მონაწილეობენ პროექტის ყველა ეტაპზე, მათ შორის, სტადიონის სატენდერო ტექნიკური დავალების მომზადებაში. ექსპერტები პროექტში ჩართულნი იქნებიან სტადიონის კონცეფციის შემუშავებიდან მის საბოლოო დასრულებამდე.

სტადიონის ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებული იქნება განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის.

„სტადიონი შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს როგორც მშენებლობის, ასევე ოპერირების პერიოდში. ახალი სტადიონის მშენებლობა გააძლიერებს ადგილობრივ ეკონომიკას, განვითარდება ტურიზმი, სასტუმროები, კვების ობიექტები და მომსახურების სფერო. ახალი სტადიონის ფუნქციონირების შედეგად ქვეყანაში შეიქმნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პლატფორმა როგორც სპორტული, ასევე კულტურული ღონისძიებებისთვის“, – აცხადებენ სამინისტროში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor