• August

    23

    2025
  • 127
  • 0
ანრი ოხანაშვილი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლად დაინიშნა

ანრი ოხანაშვილი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლად დაინიშნა

ანრი ოხანაშვილი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლის თანამდებობას დაიკავებს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრის მრჩევლის რანგში ანრი ოხანაშვილი ანალიტიკურ სამუშაოს აწარმოებს.

ამასთან, პრემიერმა მას მადლობა გადაუხადა ყველა იმ საქმისთვის, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცებას ემსახურებოდა.

„როგორც მოგეხსენებათ, სუს-ის ხელმძღვანელმა, ანრი ოხანაშვილმა დატოვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა. მინდა, უპირველესად მადლობა გადავუხადო. მიუხედავად იმისა, რომ მცირე დროის განმავლობაში ახორციელებდა სამსახურის უფროსის მოვალეობას, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა სამსახურში. მას პირადად განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის და მადლობა ყველა იმ საქმისთვის, რომელიც ემსახურებოდა უსაფრთხოების განმტკიცებას.

ასევე მოგეხსენებათ, რომ ის დაიკავებს პრემიერ-მინისტრის მრჩევლის თანამდებობას ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. როგორც მოგეხსენებათ, გამოწვევები არის საკმაოდ ბევრი ჩვენი ქვეყნის წინაშე. არის საკმაოდ რთული კომპლექსური ვითარება ჩვენ გარშემო. არის გამოწვევები, რაც დაკავშირებულია, მათ შორის აშშ-თან, ევროკავშირთან ურთიერთობებთან, ასევე რეგიონში არის საკმაოდ კომპლექსური ვითარება. ასეთ პირობებში, ანალიტიკურ მუშაობას ამ საკითხებზე ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა და სწორედ ეს მნიშვნელოვანი მისია ჩაბარდება ბატონ ანრი ოხანაშვილს, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრის მრჩევლის რანგში აწარმოებს ანალიტიკურ სამუშაოს. მიზანი იქნება, რა თქმა უნდა, ინფორმაციის დამუშავება და ამის საფუძველზე, რეკომენდაციების შემუშავება ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე“, – განაცხადა კობახიძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor