• August

    28

    2025
  • 221
  • 0
ტარიელ კაკაბაძის ღირსება და პროფესიონალიზმი ეჭვქვეშ არ დგება !

ტარიელ კაკაბაძის ღირსება და პროფესიონალიზმი ეჭვქვეშ არ დგება !

ქართულ საზოგადოებაში ისევე, როგორც ცივილიზებული სამყაროს უმეტესობაში ცნობადი პირების პირადი ცხოვრების მიმართ განსაკუთრებულად გადამეტებული ინტერესი იკვეთება. არადა, პირადი სწორედ იმიტომაა პირადი, რომ ის საჯარო არ უნდა გახდეს. 

მინდა გამოვეხმაურო ჩემი მეგობრის, ცნობილი ქართველი ადვოკატის, ტარიელ კაკაბაძის მიმართ მოწყობილ დაბულინგებისა და ,,ალქაჯებზე ნადირობის” სასირცხვილო კამპანიას.

ჩემგან, როგორც ქალისგან, შესაძლოა, გასაკვირიც იყოს, რომ მეორე ქალის მიერ საჯაროდ გაჯღერებული ბრალდებების მიმართ ნაკლები მიმღეობა მაქვს, თუმცა ამას აქვს თავისი რაციონალური ახსნა.

პირველი :

როგორც კანონმორჩილი მოქალაქე ვთვლი, რომ კანონთან კონფლიქტში ყოფნის შემთხვევები სრულად სამართალდამცავი ორგანოების კომპეტენციაა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუ არსებობს ვერიფიცირებული ინფორმაცია ტარიელ კაკაბაძის მიერ რაიმე სახის დანაშაულის ჩადენისა, ეს საეჭვო რეპუტაციის ჭორიკნობას დამსგავსებულ ,,მინდა ვიყო ქსენია სობჩაკის” სტილის გადაუმოწმებელი ინფორმაციის საზოგადოებისთვის სახეში შეყრით კი არ უნდა ხდებოდეს, რაც მხოლოდ ემოციებით მანიპულირებას ემსახურება, არამედ დადგენილი ფორმითა და სათანადო პროცედურით წარიმართებოდეს,იქ, სადაც ფაქტისა და აღქმის ერთმანეთისაგან განსხვავების უნარი აქვთ.

დაბოლოს, იმას დავძენდი, რომ ტარიელ კაკაბაძის, როგორც მეგობრის და პროფესიონალი ადვოკატის ადამიანური ფასეულობები, არასდროს დამდგარა რაიმენაირი კითხვის ნიშნის ქვეშ. მით უფრო, მაშინ როდესაც ჩემი მეუღლის პატიმრობისას უანგაროდ საკუთარი რჩევებით და მხარდაჭერით ყოველთვის ედგა ჩვენს ოჯახს გვერდში, როდესაც ბევრი ,,სოროში” ისე იყო შემძვრალი მხოლოდ კუდიღა უჩანდა. 

ამიტომაც, ტატოს ღირსება, არც ერთ ვითარებაში ჩემთვის ეჭვქვეშ არ დადგება, ყველაფერი დანარჩენი კი, იაფასიანი ხრიკები და ჭიქაში ქარიშხალის დატრიალებაა ჩემი ე.წ. კოლეგების მიერ, რისი, როგორც ტექნოლოგია, აგრეთვე ხარისხი აშკარად მოიკოჭლებს.

წარმატებები მეგობარო, შენს ეკლიან, მაგრამ ღირსეულ გზაზე, რამეთუ ზუსტად შენ და კიდევ თითზე ჩამოსათვლელი რამდენიმე სხვა პროფესიონალი ხართ იმ ადამიანთა იმედი, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს და ყველაზე მატად სჭირდებით.

ჩემი და ,,GEO NEWS”-ის გუნდის მხარდაჭერა ტარიელ კაკაბაძეს ! 

ქეთი ხომერიკი

,,GEO NEWS”

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor