
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
თურქეთში პოლიციის განყოფილებაზე შეიარაღებული თავდასხმის შედეგად ორი პოლიციელი დაიღუპა
თურქეთის ქალაქ იზმირში პოლიციის განყოფილებაზე შეიარაღებული თავდასხმის შედეგად ორი პოლიციელი დაიღუპა, ხოლო ორი დაშავდა.
ადგილობრივ ხელისუფლებაში განმარტავენ, რომ დაშავებული პოლიციელები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.
მედიის ცნობით, ეჭვმიტანილი 16 წლისაა. გავრცელებული ინფორმაციით, ის უკვე დაკავებულია.
იზმირის პროკურატურამ თავდასხმასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.





