• September

    11

    2025
  • 47
  • 0
პოლიციამ თბილისში ქურდობის, ძარცვისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

პოლიციამ თბილისში ქურდობის, ძარცვისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული  წარსულში ნასამართლევი მ.თ. დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, მას ბრალად ედება ქურდობა, ძარცვა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა-კულტივირება.

დანაშაული 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სხვადასხვა დროს, თბილისში მდებარე  ბინებში ქურდობის მიზნით უკანონოდ შეაღწია, საიდანაც ძვირადღირებული ნივთები და კომპიუტერული ტექნიკა მოიპარა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, პოლიციამ მ.თ. ბრალდებულის სახით დააკავა და ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ დაკავებულის მიერ, ჩადენილი იყო თბილისში მომხდარი ერთ-ერთი ძარცვის ფაქტიც.

სამართალდამცველებმა ასევე, მ.თ.-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას,  ამოიღეს, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის კულტივირებისთვის მოწყობილი სპეციალური სათბური და „მცენარე კანაფი“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე, 178-ე და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor