• September

    11

    2025
  • 60
  • 0
საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით სხვისი ქონების მითვისების ფაქტზე ორი პირი დააკავა

საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით სხვისი ქონების მითვისების ფაქტზე ორი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გენერალურ პროკურატურასთან კოორდინაციით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით სხვისი ქონების მითვისების ფაქტზე, დაკავებულია ორი პირი, ხოლო ერთ პირს ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულების მიერ, წინასწარ შემუშავებული სქემით, ნორვეგიიდან ყაზახეთის მიმართულებით ტრანზიტის რეჟიმით მოძრავი დალუქული ორი ტრაილერიდან, განხორციელდა 1 144 716 ლარის ღირებულების თევზის საქართველოში გადმოტვირთვა, რომელიც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისეს.

„გამოძიებით ასევე დგინდება, რომ დანაშაულის შენიღბვის მიზნით, ცარიელმა ტრაილერებმა ქვეყნის ტერიტორია დატოვეს აზერბაიჯანის მიმართულებით, საბაჟოზე წარდგენილი დოკუმენტების თანახმად, თითქოს ხდებოდა ხსენებული თევზის ტრანსპორტირება. ტარდება შესაბამისი ღონისძიებები დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან თერთმეტ წლამდე ვადით“, – ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor