• September

    11

    2025
  • 92
  • 0
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, რუსთავსა და ბოლნისში უფასო სკრინინგის აქცია გაიმართა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, რუსთავსა და ბოლნისში უფასო სკრინინგის აქცია გაიმართა

ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, რუსთავსა და ბოლნისში, ადგილობრივი მოსახლეობისთვის, უფასო სკრინინგის აქცია გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ინიციატივის მიზანი სხვადასხვა დაავადების ადრეული აღმოჩენა, მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა და პრევენციული ღონისძიებების გაძლიერებაა.

უწყების ცნობით, გამოკვლევები, ადგილზე, თანამედროვე მეთოდებითა და კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის მიერ ჩატარდა.

„სკრინინგის ძირითადი მიმართულებები საშვილოსნოს ყელისა და ძუძუს კიბოს სკრინინგს, არაგადამდები დაავადებების პრევენციულ გამოკვლევებს, არტერიული წნევის, სისხლში გლუკოზისა და ქოლესტერინის დონის კონტროლს და გულ-სისხლძარღვთა რისკის შეფასებას და ინფექციური დაავადებების (B და C ჰეპატიტის, აივ ინფექციის) გამოვლენას მოიცავდა.

სკრინინგი ჯანმრთელობის დაცვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა, რომელიც დაავადებებს ადრეულ ეტაპზე ავლენს, როცა მკურნალობა განსაკუთრებით შედეგიანია.

სკრინინგის შედეგად გამოვლენილი დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა სახელმწიფოს სხვადასხვა პროგრამით ფინანსდება. კიბოს ადრეული გამოვლენისა და მართვის ეროვნული პროგრამები უზრუნველყოფს როგორც გამოკვლევებს, ისე – მკურნალობის დაფინანსებას. არაგადამდები დაავადებების კონტროლი ხელმისაწვდომია პირველადი ჯანდაცვის დონეზე, ხოლო ინფექციური დაავადებების (B და C ჰეპატიტისა და აივ ინფექციის) დიაგნოსტიკა და მკურნალობა, სრულად ან ნაწილობრივ, ფინანსდება სახელმწიფო პროგრამებით, რაც უზრუნველყოფს მოსახლეობის ფართო წვდომას საჭირო სერვისებზე.

აქცია რუსთავისა და ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების და ადგილობრივი თვითმმართველობების მხარდაჭერით ჩატარდა“, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor