• September

    11

    2025
  • 43
  • 0
სუს-ი – ჯუანშერ ბურჭულაძემ დაკავებისას განაცხადა, რომ კახეთში კვადროციკლიდან გადმოვარდა, რის გამოც მიიღო ტვინის მსუბუქი შერყევა და ითხოვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა

სუს-ი – ჯუანშერ ბურჭულაძემ დაკავებისას განაცხადა, რომ კახეთში კვადროციკლიდან გადმოვარდა, რის გამოც მიიღო ტვინის მსუბუქი შერყევა და ითხოვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა

ჯუანშერ ბურჭულაძემ დაკავებისას განაცხადა, რომ რამდენიმე დღის წინ კახეთში კვადროციკლიდან გადმოვარდა და ტვინის მსუბუქი შერყევა მიიღო, რის გამოც ექიმის მიერ დანიშნული აქვს წოლითი რეჟიმი და ითხოვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს.

„შესაბამისად, გასაგები მიზეზების გამო, სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტო თავს იკავებს მისი დაკავების კადრების გავრცელებისგან“, – განაცხადეს სუს-ში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე დღეს განაცხადეს, რომ „ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე დააკავეს“.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor