• September

    11

    2025
  • 84
  • 0
აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის ახალი საგანმანათლებლო პროექტი დაიწყო

აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის ახალი საგანმანათლებლო პროექტი დაიწყო

აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და Skillwill-ის ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის ახალი საგანმანათლებლო პროექტი დაიწყო.

პროექტის ფარგლებში 137 დევნილი ახალგაზრდა თანამედროვე, მაღალანაზღაურებად პროფესიებს დაეუფლება, მათ შორის IT პროექტების მართვას, გრაფიკული დიზაინს, UX/UI დიზაინს, ფულ-სტეკ ვებდეველოპმენტს, სოციალური მედიის მართვასა და კიბერუსაფრთხოებას.

ახალი საგანმანათლებლო პროექტის პრეზენტაცია დღეს Skillwill-ში გაიმართა, მას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ბექა ღვაჩლიანი ესწრებოდნენ.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით გიორგი ჯინჭარაძემ მიმართა, რომელმაც ახალგაზრდებისთვის პროექტის მნიშვნელობასა და აფხაზეთის მთავრობის მხრიდან მათ ხელშეწყობაზე ისაუბრა.

პროექტი აფხაზეთის მთავრობის, პროფესიული უნარების განვითარების სააგენტოსა და რეზო თურნავას ფონდის ხელშეწყობით ხორციელდება.

ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახურმა გაავრცელა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor