• September

    12

    2025
  • 168
  • 0
ექსკლუზივი : ღალატისა და ცრუ დასმენების მოყვარული ჯუანშერ ბურჭულაძე თავად აღმოჩნდა ბრალდებულის სკამზე !

ექსკლუზივი : ღალატისა და ცრუ დასმენების მოყვარული ჯუანშერ ბურჭულაძე თავად აღმოჩნდა ბრალდებულის სკამზე !

2017 წლის 6 თებერვალს, გენერალურმა პროკურატურამ ჩვენი დამფუძნებლის, ქეთევან ხომერიკის მეუღლე, იურისტი ირაკლი კერესელიძე თურქული კომპანია ,,გენჩ ინშაათის” მფლობელის, თურქი თაღლითი გოქსელ გენჩის და მუნიციპალური განვითარების ფონდის ,,მგფ”-ის იმ დროინდელი დირექტორის, ჯუანშერ ბურჭულაძის საჩივრების საფუძველზე დააკავა.

ჩვენი მკითხველისთვის და ფართო საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ირაკლი კერესელიძის დაკავებიდან მალევე ჩვენ ჟურნალისტური გამოძიება დავიწყეთ ( ,,საერთო გაზეთი”, ,,საქართველოს რესპუბლიკა”, ,,ufleba ge” და სხვა – გამოქვეყნებულია საგამოძიებო მასალები ) და თურქეთის, ერაყის და მოსკოვის ე.წ. აღმშენებელი თურქი გოქსელ გენჩის რეალური სახე ყველას დავანახეთ. გამოძიების დაწყების წინაპირობა იყო ის უამრავი ბუნდოვანება და უზუსტობა, რაც სისხლის სამართლის საქმეში ვნახეთ. ამ მიმართულებით ჩვენი ჟურნალისტური გამოძიება დღესაც მიმდინარეა.

მკითხველისთვის ცნობილია, რომ გოქსელ გენჩის წინააღმდეგ 2019 წლიდან ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტში, სახელმწიფო ტენდერებში ყალბი დოკუმენტების გამოყენებისთვის აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 362 მუხლით და ის გაქცეულია საქართველოდან.

ირაკლი კერესელიძის ბრალდების საქმე, ერთი შეხედვით, უბრალო სისხლის სამართლის საქმეა, მაგრამ თუ ცოტა ღრმად ჩაიხედავთ, მიხვდებით, რომ ეს ქართული პოლიტიკისთვის კლასიკური „სამეგობრო ღალატის“, კორუფციული გარიგებებისა და „მგლის ხროვის“ შიდა ომის საუკეთესო ნიმუშია, რის თაობაზეც არაერთხელ გვისაუბრია ჩვენს პუბლიკაციებში და ტელეეთერებიდანაც.

შეგახსენებთ, რომ ამ სცენარის ერთ-ერთი მთავარი მოღალატე პერსონაჟი იყო მაშინდელი მუნიციპალური განვითარების ფონდის ( მგფ ) ხელმძღვანელი და დღეს უკვე ბრალდებული ექს-თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე. ეს ის ადამიანია, რომელიც სხვებს ღალატში უტარებდა მასტერკლასებს, ახლა თავადაც ამგვარი ქცევის და დაუოკებელი სიხარბის მსხვერპლი აღმოჩნდა. ნუთუ  ბედის ირონიაა ? ალბათ კი, მაგრამ ეს ის ირონიაა, რომელსაც ქართული პოლიტიკური „ელიტა“ ვერასდროს გაისიგრძეგანებს.

თურქული კვალი – გოქსელ გენჩის თაღლითური ქსელი :

ჩვენი ჟურნალისტური, მრავალწლიანი გამოძიებით დადასტურდა, რომ ამ საქმეში მთავარ როლს თურქი ე.წ. ბიზნესმენი გოქსელ გენჩი თამაშობდა, ფინანსური მაქინაციების ოსტატი. სწორედ მისი გავლენით შეიკრა კორუფციული ალიანსი : ნოდარ ჯავახიშვილი, ზაქარია ქუცნაშვილი, ჯუანშერ ბურჭულაძე და სხვანი.

გენჩს სჭირდებოდა კორუფციული კარი საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტების ტენდერებზე გასასვლელი. ეს კარიბჭე ბურჭულაძემ გაუხსნა, პოლიტიკური „ქოლგა“ კი, ქუცნაშვილმა უზრუნველყო. დანარჩენი კი, კარგად ნაცნობი ქართული სცენარი იყო : ფული, ბენეფიტები, ფარული შეთანხმებები.

ჯუანშერ ბურჭულაძის ღალატის სკოლა :

ბურჭულაძემ ირაკლი კერესელიძე თაღლით თურქთან მოლაპარაკების შემდეგ, პირდაპირ გენერალურ პროკურორთან ცრუდ დაასმინა. მისი მიზანი ორმაგი გახლდათ : ერთდროულად მოეშორებინა კერესელიძე, როგორც „გარე მოთამაშე“, რომელიც თურქული მხარის იურისტი იყო (თავად თურქი კი თავიდანვე მოგზავნილი აღმოჩნდა, როგორც ირაკლი კერესელიძესთან, ასევე ნოდარ ჯავახიშვილთან ) , და გამოეთხარა ძირი ჯავახიშვილისთვის.

მან ეს მისია ზუსტად შეასრულა :

კერესელიძე ციხეში აღმოჩნდა, ჯავახიშვილი კი, მინისტრობიდან გადააყენეს, თავად კი, დროებით გაძლიერდა და ღარიბაშვილის პრემიერად მეორედ მოსვლისას თავდაცვის მინისტრობასაც ეღირსა, მაგრამ „დროებით გაძლიერება“ პოლიტიკაში ყველაზე სახიფათო ილუზიაა.

როგორც ჩანს, ბურჭულაძეს ეს გაკვეთილი ვერ აუთვისებია. დღეს უკვე ის თვითონ ზის ბრალდებულის სკამზე – თავდაცვის მინისტრობის დროს ჩადენილი კორუფციული გარიგებებისა და ქონების გადამალვის გამო.

კარმა ? შესაძლოა, ან უბრალოდ, სამართლიანობა, რომელიც ქართულ პოლიტიკაში ასე იშვიათია.

ირონიული დასასრული – როცა ღალატი უკან გიბრუნდება :

ჩვენმა საგამოძიებო სტატიებმა მაშინვე გაამჟღავნა ბურჭულაძის, ქუცნაშვილისა და გენჩის სამკუთხედი, მაგრამ მთავარ გაკვეთილს ისევ ცხოვრება გვიჩვენებს : ღალატი არასდროს რჩება დაუსჯელი.

არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ბურჭულაძესთან ერთად, რომელმაც ირაკლი კერესელიძის ცრუ დასმენის გარდა, ქართული ჯარი გაძარცვა, ციხეში ჩაჯდეს ამ ყველაფრის მთავარი ორგანიზატორიც, თუმცა ამაზე შემდგომში უფრო დეტალურად ვისაუბრებთ….

ირაკლი კერესელიძის საქმე ამხელს, რომ პოლიტიკაში „მეგობრობა“ მხოლოდ მანამ გრძელდება, სანამ მისი ფასის გადახდა არავის სჭირდება. როგორც კი ჰორიზონტზე მეტი ფული, ან ძალაუფლება ჩნდება, მეგობრობა ქაღალდივით იფლითება.

ჯუანშერ ბურჭულაძე დღეს დაკავებულია, იმავე სისტემაშია, სადაც 2017 წლის 06 თებერვალს ირაკლი კერესელიძე გაამწესა. ნოდარ ჯავახიშვილი ჩრდილშია გადამალული, ხოლო ზაქარია ქუცნაშვილი კი, კვლავ ცდილობს პოლიტიკური რეანიმაციისკენ ცოცვას. გოქსელ გენჩი ისევ „საფრენ ბილიკზეა“, როგორც ყველა თაღლითი, რომლითაც ქართული პოლიტიკა სიამოვნებით ტკბება. თუმცა, სადღეისოდ ის საქართველოში ვერ შემოდის მასზე აღძრული სისხლის სამართლის საქმის გამო.

მთავარი მსხვერპლი :

საბოლოო ჯამში, ამ ამბავის მთავარი მსხვერპლი ისევ ირაკლი კერესელიძე და მისი ოჯახი აღმოჩნდა, ადამიანები, რომლებიც არ იყენებდნენ „ღალატის სკოლას“, მაგრამ მის შედეგებს მაინც შეეწირნენ.

ეს საქმე არის მკაფიო მტკიცებულება იმისა, რომ ქართულ პოლიტიკაში „ერთგულება“ და „ფიცი“ მხოლოდ მანამ ფასობს, სანამ უფრო დიდი გარიგება არ გამოჩნდება.

როგორც ჩანს, დღეს უკვე თავად ბურჭულაძემ გაიგო, რომ პოლიტიკაში არ არსებობს მარადიული მოკავშირეები, მხოლოდ დროებითი პარტნიორები, რომლებიც ერთ დღეს შენს გვერდით დგანან, მეორე დღეს კი, პირდაპირ ციხის საკანში გგზავნიან.

დაბოლოს, ჩვენ აუცილებლად დაუკავშირდებით შსს-ის ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტს, სადაც გამოძიება დღემდე მიმდინარეობს, რომლის ფარგლებში გამოვიკითხეთ და გაუთქმელობის ხელწერილიც ჩამოგვერთვა. როგორც აღვნიშნეთ, თურქი თაღლითი გოქსელ გენჩი საქართველოდან გაქცეულია და დაჭერის შიშით უკან ვერ ბრუნდება. მისი თანამზრახველები და მფარველები საქართველოში, ვინც ერთ დროს მაღალ თანამდებობებზე იყვნენ და დღეს შიშნარევად იმალებიან, აუცილებლად იქნებიან კვლავ მხილებულნი და დასჯილნი.

ჯუანშერა ბიუჯეტის ვირთხა პირველია ამ საქმიდან, მაგრამ ნამდვილად არ არის უკანასკნელი. იმასაც ვიმედოვნებთ, რომ ისეთი ეფექტური შედეგების მქონე ახალი მინისტრისთვის, როგორიც ბატონი გელა გელაძეა შესაძლოა, პრიორიტეტულიც კი აღმოჩნდეს ამ საქმის ბოლომდე მიყვანა და ყველა დამნაშავის კანონ შესაბამისად დასჯა.

( გაგრძელება იქნება )

გიორგი კორძაძე, ქეთი ხომერიკი

,,GEO NEWS”

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor